მსოფლიოში უძვირეს ყავად “Kopi Luwak” ითვლება.  ეს იშვიათი, არაჩეულებრივი გემოს ყავა წარმოშობით ინდონეზიიდან არის. მისი პლანტაციები იავას, სუმატრასა და სუპავესის კუნძულებზეა გაშენებული. “Kopi” ინდონეზიურიდან ითარგმნება, როგორც “ყავა”, ხოლო “Luwak”” – პატარა ცხოველი, რომლის დახმარებითაც ჩნდება ეს ძვირადღირებული ყავა.

ყველაზე ძვირადღირებული სახეობის ყავა აღმოსავლეთ იავაზე, ინდონეზიის ქალაქ სურაბაის ახლოს იწარმოება. ეს ყავა კეთდება პალმის ცივეტის დახმარებით. ცივეტა პატარა ცხოველია, რომელიც ციყვს ჰგავს. ყავის ეს სახეობა, რომელიც ასევე ცნობილია “Kopi Luwak”-ის სახელით, ძალიან უცნაური მეთოდით იწარმოება. ცივეტა ჭამს ყავის ხის ნაყოფს, რომელიც ცხოველის კუჭ-ნაწლავს გაივლის და გამოდის მის ექსკრემენტებთან ერთად მოუნელებელ მდგომარეობაში.

ფერმერები აღმოსავლეთ იავის პლანტაციებში ყავის ხის ნაყოფს აგროვებენ. ყავის მარცვლები ტრადიციულად იკრიფება, რის შემდეგაც მათ ცივეტებს აჭმევენ. იმის მერე, რაც ყავის მარცვლები ექსკრემენტებთან ერთად გამოიყოფა, ისინი სუფთავდება, შრება და ოდნავ იხალება კიდეც.

ფერმერები ყავის ნაყოფს ახარისხებენ. ყავა, რომელიც ინდონეზიის ცივეტების დახმარებით იწარმოება, განთქმულია დახვეწილი არომატით, ხოლო ერთადერთი ფერმენტი, რომელიც ცივეტას კუჭში მდებარეობს, ყავას განსაკუთრებით რბილ გემოს აძლევს. ამ ყავის საცალო ფასი ერთ ფუნტზე 100 და 600 დოლარია.

ყავა “Kopi Luwak”-ის მოწოდება ძალიან შეზღუდულია. ყოველ წელს ბაზარზე მხოლოდ 1000 ფუნტის ოდნობით გვხვდება. “Heritage Tea Rooms”-ში, პატარა ყავის მაღაზიაში, ავსტრალიის ქალაქ ტაუნსვილში, ამ სახეობის ერთ ჭიქა ყავას 50 ავსტრალიურ დოლარად ყიდიან, რაც 33 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

Comments

comments