ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, დედამიწის ათი მცხოვრებიდან ცხრა ცხოვრობს იმ რაიონში, სადაც ჰაერი ზედმეტად დაბინძირებულია.

WHO-ს ანგარიშის თანახმად, ყველაზე რთული ვითარება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონის დასავლეთ ნაწილშია, მათ შორის ჩინეთში, მალაიზიასა და ვიეტნამში.

ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს დეპარტამენტის დირექტორის, მარია ნეირას განცხადებით, ახალი მონაცემები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ “ეს საგანგებო მდგომარეობაა.“

ორგანიზაციის ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ყველაზე რთული ვითარება ქალაქებშია, თუმცა სოფლებში ვითარება ბევრად უარესია, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია.

WHO- ს მონაცემები, სატელიტურ გამოსახულებებსა და მსოფლიოს 300 000-ზე მეტ რაიონში ჩატარებულ სინჯებს ეყრდნობა.

ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში ყოველი მეცხრე სიკვდილი ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება, ხოლო 2012 წელს ჰაერის დაბინძურებამ სამ მილიონამდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

www.newpost.ge

Comments

comments