ჰარის ახალი რჩეული ჰყავს. დასავლური პრესა წერს, რომ ჰარი ამერიკელ მსახიობზე მეგან მერკლზეა შეყვარებული.
მეგან მერკლს სერიალების მოყვარულები იცნობენ სერიალიდან Suits-ს, რომელშიც ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. თუმცა, 35 წლის მერკლს მსახიობობის გარდა სხვა, უფრო საინტერესო მონაცემებიც აქვს: ის ბლოგერი და მწერალია, ამასთან, გაერო-ში ქალების უფლებებს იცავს.

მსახიობს საინტერესო წარმომავლობა აქვს: ის დედით აფრო-ამერიკელია, მამით კი ჰოლანდიური და ირლანდიური ფესვები აქვს. თუ მისი და ჰარის ურთიერთობა შედგება, ის შესაძლოა, ინგლისის პირველი ფერადკანიანი პრინცესა გახდეს. მერკლი განქორწინებულია – 2011 წელს მან ბიზნესმენ ტრევერ ენგელსონზე იქორწინა, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს.

“ჰარი ძალიან ბედნიერია. ყოველ კვირა ნახულობენ ერთმანეთს და ტკბებიან ურთიერთობით. მათი შემყურე ნამდვილად იფიქრებ, რომ სიყვარულის ქიმია ტრიალებს. ჰარი ძალიან ცდილობს, რომ ურთიერთობის შესახებ არ გავრცელდეს ხმები, რადგან არ სურს მეგანი შეაშინოს მედიის გადამეტებული ყურადღებით. იცის, რომ ყველაფერი შეიცვლება, თუ ცნობილი გახდება, რომ ერთად არიან”, – ყვება წყარო ერთ-ერთ გამოცემასთან.

“ჯერ ადრეა იმის თქმა, რამდენად მყარია მათი ურთიერთობა, მაგრამ ვინ იცის? ამ წუთისთვის მათ თავადაც არ იციან, რა ბედი ელის ამ რომანს”, – ამბობს წყარო.

მომზადებულია justjared.com-ს მიხედვით

http://www.ambebi.ge

Comments

comments