დემნა გვასალიას მოდის „ოსკარი“ გადაეცა. უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი წლის საერთაშორისო დიზაინერი გახდა. მას ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ჯილდო ნიუ-იორკში CFDA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცა.
როგორც დემნა გვასალიას ფეისბუქგვერდი იტყობინება, მოდის დიჯეი დაჯილდოებაზე თავზე კეპით, ტანზე „რამშტაინის“ ზედით, ფეხზე თეთრი ბოტასებით და ხელში CFDA-ით გამოვიდა.
„…მუშაობა ძალიან მომთხოვნ ინდუსტრიაში გვიწევს, რომელიც ხშირად სტრესულიცაა, მაგრამ ჩვენი საქმის კეთებას იმიტომ ვაგრძელებთ, რომ ის მართლა გვიყვარს. ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ მოდის განვითარებას ადამიანური ფაქტორის მნიშვნელობის გათავისებით“.
დემნა გვასალიამ მადლობა გადაუხადა თავის გუნდს და განსაკუთრებით, CFDA-ის შრომის დაფასებისთვის და განაცხადა, რომ თავის ჯილდოს ძმას და ბებიას უძღვნის. 
მოდელიორმა მოდის სამყაროში უმაღლესი ჯილდო „ვეტმანისა“ და „ბალენსიაგასთვის“ შექმნილი ბოლოდროინდელი კოლექციებისთვის მიიღო.
წლის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიალი ნიუ-იორკში 1981 წლიდან ტარდება. ნომინანტებს მოდის სფეროში მოღვაწე 1500-კაციანი ჟიური ასახელებს. წლის საუკეთესოები კი, ხმათა უმრავლესობით ვლინდება.

Comments

comments