ართული ფილმი “ჯინო” საფესტივალო კარიერას კიდევ 2 საერთაშორისო კინოფესტივალზე განაგრძობს.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ფილმს ჯერ ხორვატიაში, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ წამყვან ანიმაციურ კინოფესტივალზე Supertoon ნახავენ (16-21 ივლისი), შემდეგ კი “ჯინო” იტალიაში გადაინაცვლებს და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ანიმაციურ კინოფესტივალზე “ჯიფონი” (14-22 ივლისი) წარდგება.
აღსანიშნავია, რომ ორივე ფესტივალზე “ჯინო” საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. ფილმის ავტორი დავით კიკნაველიძე კი თავადაც დაესწრება კინოფესტივალებზე “ჯინოს” პრემიერებს.
“ჯინო” 3D მოკლემეტრაჟიანი ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმი მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავალს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან, დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.
ხორვატიისა და იტალიის კინოფესტივალების გარდა ფილმი საფრანგეთში, ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის და ბრაზილიაში კინოფესტივალ Anima Mundi -ის საკონკურსო პროგრამებშიც მიიღებს მონაწილეობას.

 

 

Comments

comments