“პროფესიონალური ამერიკული ფეხბურთის ღონისძიებაზე, Super Bowl, რომელიც ყოველი წლის თებერვალში იმართება, ქართველი მომღერალი, სალომე კორკოტაშვილი, ამერიკის ჰიმნის შეასრულებლად მიიწვიეს”. ამის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში, რამდენიმე დღის წინ, თავად მომღერალმა გაავრცელა.

თუმცა, აღმოჩნდა, რო ის მოატყუეს.

“ჩემო მეგობრებო აქაც არიან აფერისტები…  სამწუხაროდ, ამერიკელი ივენთ მენეჯერი, ვინც დამპირდა Super Bowl ზე მონაწილეობის მიღებას, აფერისტი აღმოჩნდა. არავითარი კონტაქტი არ აქვს ორგანიზატორებთან. გული მწყდება რომ ხალხი ესე იტყუება და იმედს აძლევს მუსიკოსებს.უნდა გავითვალისწინო რომ ამ ბიზნესში ყველას უყვარს ბევრი ლაპარაკი და ამ დროს სიმართლეს ცოტას გეუბნება.ვწუხვარ რომ ესე მოხდა.” – წერს სალომე კორკოტაშვილი.

Comments

comments