აუდიტის სახელმიფო სამსახურის დასკვნით, საქართველოში 2 ათას მასწავლებელს უმაღლესი განათლებაც კი არ აქვს მიღებული.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კადრების მართვის ეფექტიანობის აუდიტი, რის შედეგადაც გამოვლინდა ის გარემოებები და ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს სწავლების პროცესზე.

 

აუდიტის შედეგად გამოვლენილი ძირითადი პრობლემების მოკლე აღწერა  კადრების კვალიფიკაციის ნაკლოვანებები – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დასაქმებული 67,000 მასწავლებლიდან 2,000-ს, რომლებიც ასწავლიან ძირითად საგნებს, არ აქვს მიღებული უმაღლესი განათლება და გააჩნია მხოლოდ ზოგადი ან პროფესიული განათლება.

 

მოცემული კონტიგენტიდან საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს მხოლოდ 4%- ს. არსებული რეგულაციით, 2015 წლიდან სისტემაში ვერ უნდა ხვდებოდნენ ისეთი კადრები, რომელბსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება მიღებული, თუმცა მაინც ფიქსირდება მსგავსი შემთხვევები.

agora.ge

Comments

comments