ბრუკლინის მუზეუმში, ქართველი მხატვრის, ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები, მსოფლიოს წამყვანი მხატვებვრების ნამუშევრების კოლექციას, შეუერთდა!

ქართველი მხატვრის ნამუშევრები, “მედუზა” და “მონაზონი”, რამდენიმე ხნის წინ, სოთბის აუქციონზე გაიყიდა.

8 თვის განმავლობაში, ნახატები, ბრუკლინის მუზეუმში იყო გამოფენილი.

რამდენიმე დღის წინ, მუზეუმის ხელმძღვანელობამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სონღულაშვილის ნამუშევრები, ბრუკლინის მუზეუმის, მუდმივი კოლექციის ნაწილი გახდეს. გამოფენა 18 ივნისს დასრულდება.

ლევან სონღულაშვილი, პირველი ქართველი ხელოვანია, რომლის ნახატებიც პიკასოს, მატისის, ვანგოგის და სხვა მუზეუმებში დაცული ხელოვანების ნამუშევრებთან ერთად, მუზეუმის კოლექციის ნაწილია.

ბრუკლინის მუზეუმში, 2 მილიონამდე ექსპონატს შორის, პირველად მოხვდა ქართველი მხატვრის ნამუშევრები.

იხ.ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე

Read more at http://primetime.ge

Comments

comments