ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ პრინცესა დიანამ გააკეთა ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ენდრიუ მორტონმა სკანდალური ბიოგრაფია “დიანა: მისი რეალური ისტორია” დაწერა. დიანამ ავტორისგან მოითხოვა, რომ წიგნის შექმნაში მისი ჩართულობა გაესაიდუმლოებინა. მორტონმა დიანას გარდაცვალებამდე სიტყვა შეასრულა. თუმცა 20 წლის შემდეგ, პრინცესას ჩანაწერების სტენოგრამა ხელახლა გამოცემული ბიოგრაფიის ნაწილი გახდა და მასზე უფრო შოკისმომგვრელი ფაქტები გამოიკვეთა.

დიანას მოგონებების მიხედვით, მას საშინელი თაფლობის თვე ჰქონდა. ის და პრინცი ჩარლზი ბროდლენდში წავიდნენ, სადაც თაფლობის თვის პირველი ნახევარი უნდა გაეტარებინათ. “ბროდლენდში რომ ჩავედით, საღამოს ფილოსოფოს ვან დერ პოსის წიგნები მოიტანეს, შვიდი წიგნი. ჩარლზი მათ ხმამაღლა კითხულობდა და ჩვენ ვალდებულები ვიყავით განგვეხილა და გაგვეანალიზებინა წიგნები ყოველდღე”.

თაფლობის თვის მეორე ნახევარი სამეფო იახტის ბორტზე გაგრძელდა. თუ გგონიათ, რომ ეს რომანტიკული მოგზაურობა იყო, ცდებით. იახტა სავსე იყო მაღალი სტატუსის სტუმრებით, 21 ოფიცერით და კიდევ 256 ადამიანით. მაგიდასთან ფრაკებით სხდებოდნენ და სანამ მიირთმევდნენ, გვერდით ოთახში სამეფო ორკესტრი უკრავდა საომარ მარშს.
“ყოველდღე მე და ჩარლზს ბრიტანეთის მაღალი საზოგადოება უნდა გაგვერთო, ამიტომ საკუთარი თავისთვის დრო არ მრჩებოდა. მივხვდი, რომ ვერ მოვახერხებდი ასეთ სიტუაციასთან გამკლავებას… ამ დროისთვის ჩემი ბულემია უკონტროლო იყო. დღეში ოთხჯერ შეტევა მემართებოდა. რაც ხელში მომხვდებოდა, ეგრევე ვჭამდი და რამდენიმე წუთში გული მერეოდა. რასაკირველია, ეს ხასიათის ცვლილებებს იწვევდა. იახტიდან შოტლანდიაში გადავედით, სამეფო რეზიდენციაში. ყველა იქ იყო ჩვენს შესახვედრად და სწორედ იქ ავფეთქდი” – იხსენებდა ჩანაწერებში ლედი დიანა.

“ჩარლზს არ ვენდობოდი, მეგონა, რომ კამილას ყოველ ხუთ წუთში ურეკავდა, რომ ეკითხა, რა ექნა ამ ქორწინებისთვის. იმისთვის, რომ დამხმარებოდა, ჩარლზმა ლორენს ვან დერ პოსტი მომიგზავნა. მაგრამ ვერც იმან გამიგო. სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა ჩემთვის მდგომარეობა. ჩარლზს სულ სეირნობა უნდოდა. ის თვლიდა, რომ არაფერი იყო იმაზე სასიამოვნო, ვიდრე მაღალ მთაზე ჯდომა და ჩემთვის ლორენს ვან დერ პოსტის ან კარლ იუნგის ნაშრომების კითხვა…

…ჩარლზი გიჟდებოდა დედაზე, რიდი ქონდა მამის, მე კი მისთვის ყოველთვის მესამე ადამიანი ვიყავი… არასოდეს უთქვამს “ძვირფასო, გინდა დალევა?”, ყოველთვის ამბობდა: “დედიკო, გსურთ დალევა? ბებია, გნებავთ დალევა? დიანა, შენ?”. მე კი სულელურად სულ მეგონა, რომ ცოლი პირველ ადგილზე უნდა მდგარიყო. ბალმორალეში აგვისტოდან ოქტომბრამდე გავჩერდით. იმდენად დათრგუნული ვიყავი ის დღეები, სულ ვიკლებდი და ვიკლებდი წონაში. იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ვენები გადამეჭრა…” – ნათქვამია ლედი დის მოგონებებში.

მომზადებულია marieclaire.ru-ს მიხედვით

ambebi.ge

Comments

comments