ალჟირის სასამართლომ მამას, რომელმაც მცირეწლოვანი შვილი ფანჯრიდან გადაკიდა, პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ Al Arabiya ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ მამამ ფანჯრიდან გადმოკიდებული შვილის ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა. ფოტო  შენობის მე-15 სართულიდანაა გადაღებული და მამას ბავშვი ქეჩოთი უჭირავს. გამოსახულებაზე კარგად ჩანს ბავშვის შეშინებული თვალები. ფეისბუქის გვერდზე ფოტო გამოქვეყნებულია კომენტარით: “1000 ლაიქზე თუ არ ავა, ბავშვს ხელს გავუშვებ”

სოციალური ქსელის მომხმარებლები ფოტომ აღაშფოთა და ქვეყნის სამართალდამცავებისგან ავტორის დასჯა მოითხოვეს. BBC News ის ცნობით, მამა დააპატიმრეს. სასამართლომ დამნაშავე შვილისთვის სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ დაყენებისთვის გაასამართლა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Comments

comments