ასტროლოგების მოსაზრებით, ისევე როგორც წელიწადის პერიოდს, ასევე იმ კვირის დღესაც, როდესაც იბადება ადამიანი უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მისი ხასიათის და პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბებაში. კონკრეტული დღე, შეიცავს მისთვის ინდივიდუალურ და უნიკალურ მახასიათებლებს, რის შედეგადაც ხდება ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის ჩამიყალიბება და ფორმირება.

შესაბამისად ასტროლოგები გვთავაზობენ თითოეული დღის კონკრეტულ მახასიათებლებს:

  • ორშაბათი (მთვარის მფარველობის ქვეშ) – ამ დღეს დაბადებული ადამიანები ძალიან ალერსიანები, მგრძნობიარენი და  გულისხმიერნი არიან, მაგრამ იმავდროულად გამოირჩევიან ძალიან დიდი სიჯიუტითა და კაპრიზებით.  ისინი იოლად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ, განსაკუთრებით – უარყოფითი კუთხით. აქვთ ცვალებადი ხასიათი და ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა. მათ ძალიან უყვართ ჭამა, შესაბამისად ისინი ძალიან კარგი გურმანები არიან.
  • სამშაბათი (მარსის მფარველობის ქვეშ) – ისინი არიან  ამოუცნობები, ცნობისმოყვარენი, ენერგიულები, ფიცხები, უყვართ მბრძანებლობა, როდესაც ფლობენ სიტუაციას და აკონტროლებენ მას. მათ აქვთ მტკიცე ხასიათი  და ხანდახან ცოტა მეომრებიც კი არიან. ასევე გამოირჩევიან მძაფრი შტაბეჭდილებების სიყვარულით.
  • ოთხშაბათი (მერკურის მფარველობის ქვეშ) – ამ დღეს დაბადებულნი ძალიან აქტიურები არიან
    ცხოვრებაშიც და სიყვარულშიც. მათ ასევე გააჩნიათ ძალიან მოქნილი ტვინი, თუმცა ქარაფშუტობითაც გამოირჩიან.  ისინი არიან საკმაოდ ენამახვილები. მათ თითქმის ყველაფრის კეთება ეხერხებათ.
  • ხუთშაბათი (იუპიტერის მმართველობის ქვეშ) – ისინი გამოირჩევიან სიმართლის სიყვარულთ – ცდილობენ, ყოველთვის სამართლიანები იყვნენ, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას იწვევენ, თუმცა ხანდახან აუტანლებიც ხდებიან, გაგიკვირდებათ და ამ პორტრეტის ფონზე ავანტიურიზმისკენაც  კი ისწრაფვიან. მათ არ უყვართ სიახლეები, თუმცა ძალიან უყვართ მოგზაურობა რაღაც ახალის აღმოჩენის მიზნით. მოკლედ რომ ვთქვათ, ბოლომდე თვითონაც ვერ გაუგიათ რა უყვართ.
  • პარასკევი (ვენერას მფარველობის ქვეშ) -ისინი არიან  მომხიბვლელი, ნაზი და ალერსიანი ადამიანები. მათ მთელი ცხოვრება შეუძლიათ გეფლირტაონ. ძალიან ზრუნავენ თავიანთ გარეგნობასა და სილამაზეზე. სწორედ ამიტომ ისინი ხშირ შემთხვევაში ხელოვნების სფეროში იმკვიდრებენ ადგილს.
  • შაბათი (სატურნის მფარველობის ქვეშ) – ისინი ძალიან სერიოზულად აღიქვამენ ყველაფერს, რაც ხდება შინაგან სამყაროში და მის ფარგლებს გარეთ.  მათზე დაყრდნობა  და ნდობა ყოველთვის შეიძლება, მათ არ იციან ღალატი და არც უბედურ პერიოდში ადამიანის მიტოვება.  მოკლედ რომ ვთქვათ მათი დახმარების იმედი ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ. ეს ადამიანები კარგი მასწავლებლები, მეცნიერები ან ფილოსოფოსები გამოდიან.
  • კვირა (მზის მფარველობის ქვეშ) – სტატისტიკის თანახმად, კვირას დაბადაბულები ყველაზე ბედნიერები არიან. ეს ერთგვარად მზის გავლენაც შეიძლება იყოს. ისინი ყველაფერს უდგებიან შემოქმედებითი კუთხით. გამოირჩევიან მაქსიმალური პოზიტივით და ცხოვრებისაგან ტკბობის მაქსიმალური უნარით. მათ ყველაფერი გამოსდით.

თქვენ კვირის  რომელ დღეს დაიბადეთ? 

Comments

comments