რომელ კაბაში იგრძნობთ თავს კომფორტულად, ყოველდღიური ჩაცმულობისთვის? ამოირჩიეთ 1 კაბა და ნახეთ შედეგი, გაიგეთ თქვენი ხასიათის, ქვეცნობიერის პიკანტური დეტალები .

1

2

3

4

5

 

1 თქვენ  ძალიან გიყვართ ბუნება, ძალიან ლაღი ხართ, ხშირად ზედმეტად მიმდობიც კი, ამიტომ მოიხსენით ვარდისფერი სათვალეები და ყველა, ვინც გიღიმით , დაიმახსოვრეთ, თქვენი მეგობარი არ არის. თქვენი დამორჩილება ადვილად შეუძლია მამაკაცს, ზედმეტად დამჯერე ხართ, თავდაპირველად ეს კარგია მათთვის , მაგრამ მალე გადაშლილი წიგნი გახდებით, ამიტომ ხანდახან ჭირვეულიც უნდა გახდეთ. თქვენს ფაქიზ სულ ნუ გაათელინებთ სხვებს, იყავით უფრო თავდაჯერებული მამაკაცთან ურთიერთობისას, თქვენი შარმი ყოველთვის მოქმედებაშია, ამიტომ, თქვენ ყოველთვის სასურველი იქნებით, ნუ დაიმალებით ნაჭუჭში!

2 თქვენ სექსუალური ხართ და ამის გამოხატვას მოკრძალებულად ცდილობთ, მინდა გითხრათ , რომ ეს გამოგდით, თან ძალიან კარგად, ასე გააგრძელეთ, არ არის აუცილებელი გამომწვევი კაბების ჩაცმა მამაკაცის მისაზიზად, ასე ისინი სექსლუარად და სულელად ქალად აღიქვამენ, თქვენ სწორი არჩევანი გაქვთ გაკეთებული, ამით ავლენთ ინტელექტს და სექსუალურობას ერთად. რჩევა: ნუ იფიქრებთ ხშირად სექსუალურობის და ინტელექტის გამოვლენაზე, ეს ისედაც გაქვთ და ყოველთვის შესამჩნევუ იქნება, ამიტომ იყავით უფრო ბუნებრივები და ლაღები, ნუ შეიბოჭებით!

3 თქვენ თავისუფალი ადამიანი ხართ, არ ცდილობთ სხვების მოხიბვლას, თქვენი დევიზია: დაე აქეთ მომხიბლონ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ყოველთვის ამ დევიზს ნუ გაყვებით, მართალია მამაკაცებისგან ყურადღებას არ უჩივით მაგრამ, დამიჯერეთ გაპრანჭვაც საჭიროა.  თქვენ ზედმეტად პირდაპირი ხართ, რომლის მოთოკვაც ნამდვილად არ გაწყენდათ, ნუ დაკარგავთ ადამიანებს ამ თვისების გამო და ნუ გაანაწყენებთ მათ, ნუ გიყვართ კონტრშეტევებზე გადასვლა, ხანდახან იყავით დამთმობიც.

4 თქვენ ხშირად ფიქრობთ სხვებზე, რამდენად მოეწონებათ თქვენი აზრი, თქვენი გაკეთებული საქმე, თქვენი ჩაცმულობა და ასე შემდეგ, დამიჯერეთ, ყველას მოსაწონს ნამდვილად ვერასდროს გააკეთებთ, ყოველთვის გამოჩნდებიან კრიტიკოსები, მიენდეთ საკუთარ თავს, ნუ დაკომპლექსდებით, ნუ გეყოლებათ იდეაფიქსები, თქვენი თავი იპოვეთ და იზრუნეთ მასზე. მამაკცების მოხიბვლის დროსაც იყავით ის ვინც ხართ, ნუ ცდილობთ იმ ქალს დაემსგავსოთ როგორიც თქვენს მამაკაცს სურს, რადგან თქვენ თქვენ უნდა იყოთ და ისეთი უნდა უყვარდეთ როგორიც ხართ.

5 თქვენ ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით, ლაღი, გაწონასწორებული, თქვენი მთელი ყურადღება გამახვილებულია ცხოვრების თითოეული დეტალით ტკბობაზე, ძალიან გამგებიანი ხართ და ადამიანებს მოსწონთ თქვენთან ურთიერთობა, თუმცა ხშირად თავს მარტოსულად გრძნობთ, იქნებ იმიტომ , რომ ხშირად თქვენი თავი გავიწყდებათ? ძალიან ხშირად ხომ არ ფიქრობთ, არ ეწყინოს დედას, მამას, მეზობელს, დაქალს? იქნებ უკვე დროა სხვებმა იფიქრონ ასე? ამასვე გირჩევთ მამაკცთან ურთიერთობისას, კარგია მზრუნველი რომ ხართ, მაგრამ ნუ გაანებივრებთ მას, დაე თქვენზეც იზრუნონ.

Comments

comments