რა თქმა უნდა ზოგს არ სჯერა ასტროლოგიის, ზოგს სჯერა, მაგრამ ვერ იპოვით ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც არ წაუკითხავს თავის ნიშანზე რაიმე ინფორმაცია. ზოგისთვის შეიძლება სასაცილო იყოს პარტნიორის არჩევის დროს ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინება, მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე. წყვილები, რომლებიც უბრალოდ ვერ იქნებიან ერთად;
1. მერწყული და თევზები – მერწყული მუდამ წარმატების მიღწევის მცდელობაშია, მაც ცხოვრებაში ზუსტი და განსაზღვრული მიზანი აქვს. ოპტიმისტი, თავდაჯერებული და მხიარულების მოყვარულია. მასთან სასიყვარულო ურთიერთობა არასოდესაა ერთფეროვანი და ჩარჩოებში მოქცეული. თუმცა ხშირად არც-ისე ადვილი ასატანია მის გვერდით ყოფნა, განსაკუთრებით თევზებისათვის. ვინაიდან თევზები მუდამ ყურადღებას ითხოვს, მერწყული კი რაციონალურია და დიდად გრძნობები არ ხიბლავს.
2. ტყუპები და თხის რქა – ტყუპებთან დაკავშირებით არაფერი არაა მუდმივი. ის სიყვარულში საკმაოდ ვნებიანია. მაგრამ მუდამ ძიების პროცესშია და გრძელვადიანი ურთიერთობები ნაკლებად იზიდავს. მისი მრავალჰვარი ბუნება არც-ისე კარგი ასატანია სხვა ნიშნებისათვის. იმპულსური ტყუპები და სერიოზული თხის რქა ერთად ვერ იქნებიან. თხის რქა იმდენად კონსერვატორია, რომ ტყუპის თავისუფლებას რთულად შეეგუება. ტყუპები ყველა პრობლემას ზედაპირულად უყურებენ, თხის რქას კი ჩაღრმავება უყვარს.
3. კირჩხიბი და სასწორი – კირჩხიბი თავისი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა. ის სიბერეშიც კი ინარჩუნებს ახალგაზრდულ შეხედულებებს. სასწორი მისთვის ყველაზე ცუდი პარტნიორი იქნება, რადგან ვერასოდეს გაიზიარებს მის ექსცენტრიულ იდეებს. კირჩხიბი ზედმეტად ემოციური ნიშანია და მას მუდმივად ეგონება რომ სასწორი მის მიმართ გულგრილადაა განწყობილი. ურთიერთობის ქონის დროს ეს ყველაფერი დიდი კომპრომისების ფასად ხდება, რაც არც-ერთი ნიშნისთვის არაა მარტივი ასატანი.
4. ლომი და ქალწული – ძალის, გრაციოზულობისა და მაღალი ინტელექტის გაო ლომი სამეფო ნიშნად ითვლება. მას მოსწონს ხალხზე გავლენის ქონა. მას მოსწონს როდესაც მიზანს სწრაფად აღწევს, რადგან დიდად არ ხიბლავს ხანგრძლივი, დამღლელი შრომა. ლომი ძალიან იშვიათად თუ დაუდგება ქალწულს მხარში. ქალწულს სერიოზული და მყარი ურთიერთობები იზიდავს, რაც ლომს აზრადაც კი არ მოუვა თავში. ქალწული პრაქტიკულია, ლომი კი ზედმეტად ამაყი, ასე რომ ისინი დიდხანს ვერ გაძლებენ ერთად.
5. მორიელი და მშვილდოსანი – მორიელი საკმაოდ ღრმა და რთული პიროვნებაა. მას გარშემომყოფები ხშირად ვერ იტანენ. ის მუდამ დიდ ენერგიას ხარჯავს წარმატების მისაღწევად. ბოლომდე იბრძვის შედეგების მიუხედავად. ის ასევე ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშანია, რის გამოც ხშირად იცვლის პარტნიორებს. ის ვერასიდეს შეეგუება თავისუფლების მოყვარე მშვილდოსანს. მორიელს აღიზიანებს მისი ზედაპირულობა და მხიარულება. მას ჭირდება პარტნიორი, ვისაც ენდობა.
pomada.ge

Comments

comments