მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმდნენ რომელია უკეთესი – კარაქი თუ მარგარინი?

საზოგადოებაშიც ამ საკითხზე აზრი ორად არის გაყოფილი, კარაქის მოყვარულები აცხადებენ, რომ სწორედ ეს პროდუქტია სასარგებლო, სხვები ამავე თვისებას მარგარინს მიაკუთვნებენ.

ამერიკის გულის ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაჯერებული ცხიმის შემცველი საკვების შეზღუდვით, მნიშვნელოვნად მციდება გულის დაავადების რისკი.

ამ საკითხზე საკუთარი აზრი გამოხატეს დიეტოლოგებმა, ამანდა ურსელმა და დუან მელორმა. ორივე მათგანი თანხმდება, რომ როცა საკითხი კარაქსა და მარგარინს ეხება, ერთმნიშვნელოვანი სწორი ან არასწორი პასუხი არ არსებობს.

კარაქი
თუ გემო უფრო მნიშვნელოვანია, არ გაგვიკვირდება თუ თქვენს მაცივარში ლიდერი ყოველთვის კარაქი იქნება. რასაკვირველია, ამ გემრიელ გემოს თან ახლავს გაცილებით მეტი კალორია. ერთი სუფრის კოვზი კარაქი 100 კალორიისგან, 12 გრამი ცხიმისა და 7 გრამი გაჯერებული ცხიმისგან შედგება. ცნობილია, რომ გაჯერებული ცხიმი ზრდის ცუდი ქოლესტერინის დონეს, რომელიც თავის მხრივ ათეროსკლეროზის, ინსულტისა თუ გულის შეტევის განვითარებას უწყობს ხელს.
სახეზეა სიმსუქნის რისკიც, რომელიც მხოლოდ ვიზუალური პრობლემა არაა. მეცნიერები წლებია საუბრობენ იმაზე, რომ ჭარბი წონა დიაბეტი ტიპი 2–ის, გულის დაავადებისა თუ კიბოს გამომწვევი ერთ–ერთი სახიფათო რისკ–ფაქტორია.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, თუ კარაქი გიყვართ, უნდა მიირთვათ რეკომენდებული დოზით, ძალიან მცირე რაოდენობით.

„ასეთი შეცდომა დაგიშვიათ? ნაკლები კარაქი მიგირთმევიათ, მაგრამ საჭიროზე დიდი დოზით ნაღები, ყველი ან სწრაფი კვების პროდუქტი მიგიღიათ. დაიცავით ზომიერება“, – აცხადებს ამანდა.

2016 წელს ჰარვარდის სკოლის წარმომადგენლებმა კვლევაში ჩართეს 120 000 ადამიანი. კვლევამ ცხადყო, რომ ადამიანი რაც მეტ კალორიას იღებს გაჯერებული ცხიმისგან, მეტად იზრდება გულის დაავადების რისკი.

მარგარინი
მარგარინთან დაკავშირებით ყველაზე ცნობილი მითია ის, რომ პროდუქტი არ არის ნატურალური და ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

„არ გაინტერესებთ თუ რატომ აქვს კარაქს სასიამოვნო გემო? იმიტომ, რომ ის შედგება ეთერებისა და აცეტონებისგან. როცა ვსაუბრობთ კარაქის ნატურალობაზე, გვავიწყდება, რომ მასში ისეთივე ქიმიკალებია, როგორიც შეგიძლიათ მარგარინში აღმოაჩინოთ“, – განმარტავს დუანი.

ერთი კოვზი მარგარინი 80–100 კალორიას, 9–11 გრამ ცხიმსა და 2 გრამ გაჯერებულ ცხიმს შეიცავს.

რომელი შევარჩიოთ?
დიეტოლოგი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემები, რომლებიც კარაქთან და მარგარინთან ასოცირდება დაკავშირებულია ამ პროდუქტების ჭარბი დოზით მოხმარებასთან. დიახ, ფაქტია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა რაოდენობით მიირთმევთ.

kirurgia.ge

Comments

comments