ჯონი დეპმა დონალდ ტრამპის მკვლელობის შესახებ იხუმრა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრიტანეთში როკ ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც ახალი ფილმი წარადგინა.

აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას 54 წლის დეპმა მაყურებლებს ჰკითხა, ბოლოს როდის მოკლა მსახიობმა პრეზიდენტი, რასაც მისი თაყვანისმცემლების მხრიდან ოვაცია მოყვა.

ამის შემდეგ მსახიობმა საკუთარ შეკითხვას თავად გასცა პასუხი და იხუმრა, რომ შესაძლოა ამის დრო უკვე დადგა.

სოციალურ მედიაში ვარაუდი გამოითქვა, რომ მსახიობმა ამ გამოსვლით პარალელი გაავლო აბრაამ ლინკოლთან, რომელიც 1856 წელს მსახიობმა მოკლა.

Comments

comments