1. amelie / ამელი – ჟან პიერ ჟენეს მიერ გადმოცემული მეოცნებე გოგონას სამყარო, პერსონაჟი რომელიც სამყაროს მხოლოდ ნათელი ფერებით ხედავს და ჭეშმარიტ სიყვარულს ეძებს. საოცარი მუსიკით და ულამაზესი ოდრი ტოტუთი რომელიც ამ როლისთვისაა შექმნილი.

amelie gifs-ის სურათის შედეგი

2. moonrise kingdom / ამომავალი მთვარის სამეფო –  ლამაზ ფილმებზე საუბრობდე და უეს ანდერსონი არ ახსენო ცოტა რთულია. სათავგადასავლო კომედია ახალგაზრდა შეყვარებულებზე, რომლებიც სახლიდან გაპარვას გადაწყვეტენ და მათ გარშემო განვითარებული მოვლენები, არაჩვეულებრივი ქასთი და ლამაზი თავგადასავალი ეს ყველაფერი ანდერსონისთვის ჩვეული სიმეტრიებითა და სილამაზით.

moonrise kingdom gifs-ის სურათის შედეგი

3. the tree of life / სიცოცხლის ხე – მალიკის გენიალური დრამა, ოჯახის ისტორია დანახული უფროსი შვილის თვალით, ადამიანის ჩამოყალიბებისა და პრობლების გააზრების პროცესი გადმოცემული ფილოსოფიურ ჭრილში, თვალს რომ ვერ მოწყვეტ ისეთი ნამუშევარია.

the tree of life gifs-ის სურათის შედეგი

4. big fish/დიდი თევზი – ტიმ ბარტონის ფენტეზით გაჯერებული დრამა მეოცნებე კაცზე და მის ოჯახზე, მისი ფანტასტიკური ისტორიები, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად ბევრი რამ რეალურია. ამ მეოცნებე პერსონაჟის თვალით დანახული სამყარო და ბევრი საინტერესო და ლამაზი ამბავი უამრავ თემაზე.

big fish gifs-ის სურათის შედეგი

5. the night of the hunter / მონადირის ღამე – ჩარლს ლოტონის ალბათ ნაკლებად ცნობილი მისტიკური დრამა. ობოლი და-ძმის ისტორია, ბოროტისა და კეთილის დაპირისპირება და ადამიანები რომლებიც ფულის გამო ყველაფერს თმობენ. იმდენად საოცარი გარემოა შექმნილი ფილმში და იმდენად გამაოგნებელი დასასრული აქვს, რომ გულგრილად ვერავინ ნახავთ.

the night of the hunter gifs-ის სურათის შედეგი

6. enter the void/სიცარიელეში შესასვლელი – გასპარ ნოეს მშვენიერი და ამავდროულად ძალიან მძიმე ქმნილება, ჰალუცინაციებისა და ადამიანის ფანტაზიების სამყარო. ფილმი რომელიც ჰაერში აგწევთ და აღარ ჩამოგსვამთ, ტოკიოს სილამაზე უფრო მკაფიო ფერებისა და მძიმე კადრების ფონზე.

enter the void gifs-ის სურათის შედეგი

7. melancholia/მელანქოლია – ეს ფილმი კი ტრიერისეულ ყველა ღირსებასთან ერთად ულამაზესიცაა, მელანქოლიური პერსონაჟის გარესამყარო და საოცარი პლანეტა, რომელიც ცოტახანში დედამიწას გაანადგურებს.

melancholia gifs-ის სურათის შედეგი

8. spring, summer, fall, winter and spring/გაზაფხული ზაფხული (და ა.შ) – კიმ კი დუკის ფილმი, რომელშიც შესაძლოა მთელი ცხოვრება ამოიკითხოთ, მოსწავლისა და მასწავლებლის ისტორია, ულამაზეს ბუნებაში განმარტოვებით მდგარი სახლი და საკუთარი თავის შეცნობის გზა რომელსაც მთავარი პერსონაჟი მაყურებელთან ერთად გადის.

spring, summer, fall, winter and spring gifs-ის სურათის შედეგი

9. last year at marienbad/შარშან მარიენბადში – ალენ რენეს ფრანგული მელოდრამა, მისტიკური და ულამაზესი სასტუმრო და მისი სტუმრები, პოეტური დიალოგებითა და მისტიკით გაჯერებული დამაბნეველი დრამა, ვერ შეგპირდებით, რომ ყველას მოეწონება, თუმცა ფილმის სილამაზე ნამდვილად თვალშისაცემია.

last year at marienbad gifs-ის სურათის შედეგი

10. mirror/სარკე –  ტარკოვსკიზე ყველას გვსმენია ალბათ და მის ფილმებს ქება-დიდება აღარ სჭირდება, თუმცა ამ ფილმის ესთეტიკა ნამდვილად გამორჩეულია. რეჟისორის ბავშვების მოგონებებისა და ფანტაზიების გაცოცხლება ეკრანზე, პოეზიითა და დარდით გაჟღენთილი მშვენიერება.

mirror tarkovski gifs-ის სურათის შედეგი

pomada.ge

Comments

comments