წლის საუკეთესო ძრავების გამოვლენა ოფიციალურად 1999 წლიდან დაიწყო. მას მერე საუკეთესო აგრეგატი International Engine of the Year-ის წოდებას იმსახურებს. გამარჯვებულებს 58 ავტოჟურნალისტისგან შემდგარი ჟიური ავლენს. ახლა 2017 წლის საუკეთესო ძრავები გამოვლინდა.

წლევანდელმა დაჯილდოვებამ სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო ძრავა ”ფერარის” 8-ცილინდრიანი (V8) აგრეგატი გახდა. ეს გახლავთ 3,9 ლიტრი მოცულობის ორტურბინიანი ძრავა 670 ცხენის ძალით, რომელიც კუპე Ferrari 488 GTB-სა და კაბრიოლეტ Ferrari 488 Spider-ში დგას.

ცნობისათვის, წლის საუკეთესო ძრავის წოდება არ ნიშნავს იმას, რომ გამარჯვებული აგრეგატი განსაკუთრებით გამძლეა და განსაკუთრებით დიდი რესურსი აქვს. ეს ჯილდო უფრო მაღალტექნოლოგიურობის და საუკეთესო შესრულების მაჩვენებელია.

”ფერარის” ძრავამ სხვა აგრეგატებს სოლიდური უპირატესობით აჯობა. მან 251 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ”პორშე 911-ის” 3-ლიტრიანი ტურბოძრავა – 216 ქულით. მესამე ადგილი კი BMW i8-ს ჰიბრიდულმა აგრეგატმა დაიკავა (151 ქულა).

  • აღსანიშნავია, რომ ფერარის V8-მ კიდევ ორ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება – გახდა წლის საუკეთესო სპორტული ძრავა და საუკეთესო აგრეგატი 3-დან 4-ლიტრიან ძრავებს შორის.

გარდა ამისა, 4-ლიტრზე მეტი მოცულობის მქონე ძრავებშიც ”ფერარის” აგრეგატმა გაიმარჯვა – V12-მა 6,3-ლიტრიანი მოცულობით. ერთი სიტყვით, დაჯილდოებამ იტალიელი მოტორისტების სრული ტრიუმფით ჩაიარა.

International Engine of the Year-ის დაჯილდოებაზე სულ 12 ნომინაციაა. აი, თითოეული ნომინაციის გამარჯვებულიც:

2017 წლის საუკეთესო ძრავები

  • წლის საუკეთესო ძრავა: ფერარი, 3,9-ლიტრიანი ტვინ-ტურბო (Ferrari 488 GTB)
  • საუკეთესო ძრავა 1 ლიტრამდე მოცულობით: Ford EcoBoost, 1-ლიტრიანი ტურბო (Ford Fiesta, Focus, C-Max, EcoSport).
  • საუკეთესო ძრავა 1-დან 1,4 ლიტრამდე მოცულობით: PSA Peugeot Citroen, 1,2-ლიტრიანი ტურბო (Citroen C3, C3 Picasso, C4, C4 Cactus, C4 Picasso, DS3, DS4, Peugeot 208, 308, 2008, 3008).
  • საუკეთესო ძრავა 1,4-დან 1,8 ლიტრამდე მოცულობით: BMW, ჰიბრიდი, 1,5-ლიტრიანი ტურბო და ელექტრომოტორი (BMW i8).
  • საუკეთესო ძრავა 1,8-დან 2,0 ლიტრამდე მოცულობით: პორშე, 2-ლიტრიანი ტურბო (Porsche 718 Boxster და 718 Cayman).
  • საუკეთესო ძრავა 2,0-დან 2,5 ლიტრამდე მოცულობით: აუდი, 2,5-ლიტრიანი ტურბო (Audi RS3 და TT RS).
  • საუკეთესო ძრავა 2,5-დან 3,0 ლიტრამდე მოცულობით: პორშე, 3-ლიტრიანი ტურბო (Porsche 911).
  • საუკეთესო ძრავა 3,0-დან 4,0 ლიტრამდე მოცულობით: ფერარი, 3,9-ლიტრიანი ტვინ-ტურბო (Ferrari 488 GTB).
  • საუკეთესო ძრავა 4 ლიტრზე მეტი მოცულობით: ფერარი, 6,3-ლიტრიანი ატმოსფერული აგრეგატი (Ferrari F12tdf, GTC4Lusso, LaFerrari).
  • საუკეთესო ეკოლოგიური ძრავა: Tesla-ს აგრეგატი (Tesla Model S და Model X).
  • საუკეთესო ახალი ძრავა: ჰონდას ჰიბრიდი, 3,5-ლიტრიანი ტურბო და ელექტრომოტორები (Acura/Honda NSX).
  • საუკეთესო სპორტული ძრავა: ფერარი, 3,9-ლიტრიანი ტვინ-ტურბო (Ferrari 488 GTB).

წინა წლების გამარჯვებულები

  • 1999 – Toyota 1SZ-FE 1.0 L Yaris
  • 2000 – Honda 1.0 L IMA Insight
  • 2001 – BMW S54 3.2 L M3
  • 2002 – BMW N62 4.4 L Valvetronic
  • 2003 – Mazda 1.3 L Renesis RX-8
  • 2004 – Toyota 1NZ-FXE 1.5 L Hybrid Synergy Drive Prius
  • 2005 – BMW S85B50 5.0 L V10 M5/M6
  • 2007 – BMW 3.0 L N54B30 Twin Turbo 135i/335i/535i/X6
  • 2008 – BMW 3.0 L N54B30 Twin Turbo 135i/335i/535i/X6
  • 2009 – Volkswagen 1.4 L TSI “Twincharger” Golf/Scirocco/Jetta /Touran/Tiguan
  • 2010 – Volkswagen 1.4 L TSI “Twincharger” Golf/Scirocco/Jetta /Touran/Tiguan
  • 2011 – Fiat 875 cc TwinAir Fiat 500
  • 2012 – Ford 999 cc EcoBoost 3-ცილ. Turbo; Focus/Fiesta/B-Max/C-Max/Grand C-Max
  • 2013 – Ford 999 cc EcoBoost 3-ცილ. Turbo; Focus/Fiesta/B-Max/C-Max/Grand C-Max
  • 2014 – Ford 999 cc EcoBoost 3-ცილ. Turbo; Focus/Fiesta/B-Max/C-Max/Grand C-Max
  • 2015 – BMW B38 1.5, 3-ცილ; ჰიბრიდი, (BMW i8)
  • 2016 – Ferrari F154, 3.9 biturbo, V8, Ferrari 488
  • 2017 – Ferrari F154, 3.9 biturbo, V8, Ferrari 488

ყველაზე მეტ ნომინაციაში გამარჯვებული 1999 წლიდან

  1. BMW – 60
  2. Volkswagen/Audi – 33
  3. Toyota – 22
  4. Honda – 22
  5. Ferrari – 17
  6. Daimler/Mercedes-Benz – 13
  7. Ford – 9
  8. Fiat/Alfa Romeo – 8
  9. BMW-PSA Peugeot Citroën – 8
  10. Porsche – 5
  11. Mazda – 4
  12. PSA Peugeot Citroën – 4
  13. GM/Saab – 3
  14. McLaren – 3
  15. Tesla Motors – 3
  16. Subaru – 2

წინა წლების გამარჯვებულები

1999 – Toyota 1SZ-FE 1.0 L Yaris

2000 – Honda 1.0 L IMA Insight

2001 – BMW S54 3.2 L M3

2002 – BMW N62 4.4 L Valvetronic

2003 – Mazda 1.3 L Renesis RX-8

2004 – Toyota 1NZ-FXE 1.5 L Hybrid Synergy Drive Prius

2005 – BMW S85B50 5.0 L V10 M5/M6

2007 – BMW 3.0 L N54B30 Twin Turbo 135i/335i/535i/X6

2008 – BMW 3.0 L N54B30 Twin Turbo 135i/335i/535i/X6

2009 – Volkswagen 1.4 L TSI “Twincharger” Golf/Scirocco/Jetta /Touran/Tiguan

2010 – Volkswagen 1.4 L TSI “Twincharger” Golf/Scirocco/Jetta /Touran/Tiguan

2011 – Fiat 875 cc TwinAir Fiat 500

2012 – Ford 999 cc EcoBoost 3-ცილ. Turbo; Focus/Fiesta/B-Max/C-Max/Grand C-Max

2013 – Ford 999 cc EcoBoost 3-ცილ. Turbo; Focus/Fiesta/B-Max/C-Max/Grand C-Max

2014 – Ford 999 cc EcoBoost 3-ცილ. Turbo; Focus/Fiesta/B-Max/C-Max/Grand C-Max

2015 – BMW B38 1.5, 3-ცილ; ჰიბრიდი, (BMW i8)

2016 – Ferrari F154, 3.9 biturbo, V8, Ferrari 488

2017 – Ferrari F154, 3.9 biturbo, V8, Ferrari 488

ყველაზე მეტ ნომინაციაში გამარჯვებული 1999 წლიდან

მარკაჯილდო

BMW 60

Volkswagen/Audi 33

Toyota 22

Honda 22

Ferrari 17

Daimler/Mercedes-Benz 13

Ford 9

Fiat/Alfa Romeo 8

BMW-PSA Peugeot Citroën 8

Porsche 5

Mazda 4

PSA Peugeot Citroën 4

GM/Saab 3

McLaren 3

Tesla Motors 3

Subaru 2

მასალის გამოყენების პირობები

ავტორი:

autobild.ge

 

Comments

comments