პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ ერთ დროს თავის ტიტულებზე უარის თქმა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება სურდა. თუმცა, საბოლოოდ მან სამეფო ოჯახის წევრად დარჩენა და იქ თავისი კუთვნილი როლის მოძებნა გადაწყვიტა.

Mail on Sunday-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ რეალობისგან მოწყვეტის საუკეთესო საშუალება მისთვის ჯარში წასვლა იყო.

32 წლის ჰარი, სამეფო ტახტის რიგით მეხუთე მემკვიდრეა. მან ჯარში 10 წელი გაატარა და ორჯერ ავღანეთში მსახურობდა. 2007 წელს მას პოსტის დატოვება მოუხდა, რადგან პრესისთვის მისი ადგილსამყოფელი ცნობილი გახდა.

“ძალიან ნაწყენი ვიყავი. ჯარში მსახურობა ჩემთვის რეალობისგან თავსი დაღწევის საუკეთესო საშუალება იყო, რაც კი ცხოვრებაში მქონია. ვგრძნობდი, რომ რეალურად, ცემით ვაღწევდი რაღაც მნიშვნელოვანს. კარგად მესმოდა სხვადასხვა წარსულის მქონე ადამიანების და თავს ჯგუფის ნაწილად ვგრძნობდი”, – აცხადებს ჰარი.

მას მერე პრინცი ჰარი ქველმოქმედებითაა დაკავებული და აქტიურად ეხმარება დაჭრილ ვეტერანებს.

გასულ კვირას ჟურნალმა Newsweek პრინც ჰარისთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოქვეყნა, სადაც ჰარი აცხადებს, რომ სამეფო ოჯახიდან არავის სურს მონარქობა.

“ჩვენ ამას ჩვენთვის კი არა, სხვა ადამიანების დიდი სარგებლობისათვის ვაკეთებთ. არის თუ არა სამეფო ოჯახში ვინმე, ვისაც მეფობა ან დედოფლობა სურს? არ მგონია, მაგრამ ჩვენ ყველანი, საჭირო დროს შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს”, – აღნიშნავს ჰარი.

მისი თქმით, მას ნაფიქრი აქვს სამეფო ოჯახის მომავალზე.

“ჩვენ მონარქიის შენარჩუნება გვსურს, მაგრამ იგი ვერ დარჩება ისეთი, როგორიც დედოფლის დროს იყო. ცვლილებები იქნება და მათი განხორციელება არც ისე იოლი იქნება. ყველაფერი ისე სწრაფად მიდის წინ, განსაკუთრებული დიდი წვლილი ამაში სოციალურ ქსელებს შეაქვს და ჩვენ, შესაბამისად მონარქიის მოდერნიზაციას ვახორციელებთ”, – აღნიშნავს პრინცი ჰარი.

ipress.ge

Comments

comments