კოსმოსურმა როვერმა Opportunity-მ, მარსის კრატერ ინდევორზე, აღმოაჩინა ქვები, რომლებიც, სავარაუდოდ, წარსულში მდინარემ გამორიყა. შესაბამის ფოტოს NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებენ.

პანორამული სურათი როვერმა 2017 წლის 3 ივნისს გადაიღო. სურათს სამგვარი ფილტრი აქვს – ინფრაწითელი, მწვანე და იისფერი.

მარსზე მოსიარულე როვერის დავალებაა გაარკვიოს, იყო ეს ქვები მუდმივად გაუნძრეველ მდგომარეობაში, თუ ის მდინარის ტალღებმა გადააადგილა. ამ თეორიის მოწინააღმდეგეების აზრით, ქვების გადაადგილება ქარსაც შეეძლო.

NASA-ს როვერი Opportunity მარსზე 2003 წლის 7 ივლისს გაუშვეს. საკუთრივ პლანეტაზე აპარატი 2004 წლისთვის აღმოჩნდა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ როვერი მარსზე მხოლოდ 90 დღე გაძლებდა, თუმცა ის დღემდე აწვდის მეცნიერებს ინფორმაციას წითელი პლანეტის შესახებ.

იმედინიუსი

Comments

comments