თურქი მსახიობი, რომლის დამსახურებით თურქეთში ულვაშის ტარება მოდური გახდა. ცნობილ ულვაშს უკვე ყველგან შეხვდებით: ჭურჭელზე, მაისურებზე და საცვლებზეც კი. მსოფლიოში პოპულარულ მოდელს მსახიობობაზე არასდროს უფიქრია, მოდელიც მამის სურვილით გახდა, ბედი კი უფრო დიდ კარიერას უმზადებდა.

დაბადების თარიღი: 24. 12. 1984 წელი

დაბადების ადგილი: თურქეთი, ქ. მერსინი

სიმაღლე: 186 სმ

ზოდიაქოს ნიშანი: თხის რქა

ბავშვობა: ბურაქის ბავშვობა დიდად არ განსხვავდებოდა თანატოლებისგან. დედა დიასახლისი იყო, მამას და ბაბუას კი რესტორნის ბიზნესი ჰქონდათ და სკოლიდან დაბრუნებული ბურაქი ხშირად ეხმარებოდა მამას მაგიდების ალაგებაში. ჰყავს 5 წლით უფროსი და, რომელთან ერთადაც მულტფილმების ყურება უყვარს.

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი, ამჟამად ურთიერთობა აქვს ფაჰრიე ევჯენთან, რომელიც მისი პარტნიორი გახლდათ სერიალში „ნარჩიტა მგალობელი ფრინველია“ (2013წ). წყვილი დიდხანს მალავდა მათ შორის არსებულ გრძნობას, თუმცა ბოლო დროს გამოააშკარავეს და გულშემატკივრებს აუხდინეს სურვილი – რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე შეყვარებულები ყოფილიყვნენ, როგორც სერიალში. როგორც პრესასთან ფაჰრიემ თქვა , ისინი დაინიშნნენ და ქორწილისთვის ემზადებიან.

პროფესია: მსახიობი და მოდელი

სამოდელო კარიერა – ამბობენ, მამის დამსახურებაა – მან ბურაქის ფოტოსურათი თურქეთის სამოდელო კონკურსზე გაგზავნა, რადგან მამის ოცნება შვილის მოდელობა იყო. მშვენიერი აღნაგობის ყმაწვილს სამოდელო ბიზნესში საკმაოდ წარმატებული კარიერა ელოდა. 2003 წელს ეს შავგრემანი ბიჭი მეორე ადგილს იკავებს კონკურსში „მსოფლიოს საუკეთესო მოდელი“. მალევე იმარჯვებს კონკურსში „საუკეთესო თურქი მოდელი“ და ასევე მისი ფოტოები ცნობილი მოდური ჟურნალების „Marie Glaire’’ და „Gloria Magazine“ გარეკანზე იბეჭდება.

განათლება: ახალგაზრდა ბურაქმა სტამბულში, მარმარას უნივერსიტეტში კინოს, სახვითი ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა, აქვს ბაკალავრის ხარისხი. სწავლის პარალელურად მუშაობდა მოდელად. თანამშრომლობდა მრავალრიცხოვან ევროპულ ბრენდებთან და იმ დროისთვის სამოდელო ბაზარზე საკამოდ მოთხოვნადი იყო.

პირველი გამოჩენა ეკრანზე: ახალგაზრდა, პერსპექტიული ყმაწვილი თურქმა კინემატოგრაფებმა პირველად 2006 წელს შენიშნეს და ფილმში „მინუს 18“ მცირე როლი შესთავაზეს. ერთი წლის შემდეგ გადაიღეს ტრილერში „Musallat“ (ინფიცირებული), რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღო სერიალში „Zoraki kosa“ (ქმარი იძულებით).

აღიარება: 2011 წელს გადაღებულმა სერიალმა „დიდებულმა საუკუნემ“ მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა. მალქოჩოღლუ ბალი-ბეის პერსონაჟი სხვადასხვა ქვეყნების მილიონობით მაყურებელმა შეიყვარა, ხოლო ბურაქ ოზჩივიტმა უამრავი თაყვანისმცემლის გული დაიპყრო.

ფილმოგრაფია:

„ქმარი იძულებით“ (სერიალი) – ომერის როლში, 2007 წელი

„ინფიცირებული“ (მძაფრსიუჟეტიანი თრილერი) – სუატის როლში, 2007 წელი

„საოჯახო სახლი“ (სერიალი) – გიუვენის როლში, 2008-2009 წლები

„ღალატი“ (სერიალი) – ემირის როლში, 2010 წელი

„პატარა საიდუმლოებები“ (სერიალი) – ჩეტინ ატეშოგლუს როლში, 2010 წელი

„დიდებული საუკუნე“ (სერიალი) – მალქოჩოღლუ ბალი-ბეის როლში, 2011 წელი

„ნარჩიტა – მგალობელი ფრინველია“ (სერიალი) – ქამრანის როლში, 2013 წელი

“სიყვარული შენი მსგავსია”(ფილმი) – ალის როლში, 2015 წელი

“შავი სიყვარული”(შენი ზოდიაქოს ფერი) – ქემალის როლში, 2015-2016 წელი

ჰობი: თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა, ფილმების ყურება და მანქანის მართვა.

მეუღლესთან ერთად, მათ ქორწილი 2017 წლის 29 ივნისს ჰქონდათ.

საინტერესო ინფორმაცია: კარგად თამაშობს ფეხბურთს.უყვარს კლასიკური ავტომობილები და მიიჩნევს, რომ ისინი ცოცხალი არსებები არიან. კარგად ფლობს ინლგისურ ენას. მოსწონს და ამაყობს ულვაშით, რომელიც სპეციალურად „დიდებული საუკუნისთვის“ დაიყენა. 2014 წელს სტამბულში საკუთარი რესტორანი „Bali-bey Doner’’ გახსნა და თავისუფალ დროს,ასეთი კი კვირაში მხოლოდ ერთი დღე აქვს, სწორედ ამ რესტონარნში ატარებს. რესტორნის შესასვლელში ბურაქის ფოტოებია გაკრული.მისი რესტორნის ლოგოტიპიც ულვაშია – ის გამოსახულია მენიუზე, ხელსახოცებზე, თეფშებზე, კედლებსა და მზარეულების წინსაფრებზეც კი. პროფესია აიძულებს, მუდმივად ფორმაში იყოს და ამიტომ საკუთარ რესტორანში მომზადებულ კერძებზე უარის თქმა უწევს. გარდა ამისა, აქვს საკუთარი პროდიუსერული კომპანია.საკუთარ წარმატებას უმეტესად ბედს უმადლის და ფიქრობს, რომ ცხოვრებაში ერთი შანსი ყველას ეძლევა, მთავარია, მისი გამოყენება შეძლო.

fb: facebook.com/karasevdaNihKem/

Comments

comments