ბოლო დროს რუსთავი 2-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელა. რამდენიმე ჟურნალისტმა არხი დატოვა და კონკურეტ ტელევიზიაში გადავიდნენ. კიდევ ერთი შესაძლო ცვლილების შესახებ გავრცელდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა “რუსთავი 2” დატოვოს ფროდაქშენის რამდენიმე თანამშრომელმა. უფრო კონკრეტულად კი, “რუსთავი 2”- შესაძლოა ტელეკომპანიის ყველაზე რეიტინგული მეგაშოუების – “ნიჭიერის”, “X ფაქტორის”, “საქართველოს ვარსკვლავის”, “ბრავოს” და სხვა პროექტების შემქმნელებმა – გიორგი ხაბურზანიმ და დემნა ჯაფარიძემ დატოვონ, რომლებიც ტელეკომპანიაში თითქმის დაფუძნების დღიდან მუშაობენ.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ხაბურზანია და ჯაფარიძე შესაზლოა „იმედში“ გუნდში ვიხილოთ.
შესაძლებელია თუ არა, რომ რ2 არხის ყველაზე პოპუალური სატელევიზიო შოუს, ჩემი ცოლის დაქალების გარეშე დარჩეს?
ტელევიზიაში არსებული პრობლემები დაგვიდასტურა ფორმულა კრეტივისა და ჩემი ცოლის დაქალების პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ. თუმცა, მან ჩვენთან საუბარსი განაცხადა, რომ ფორმულა კრეატივი პრინციპულად რჩება რუსთავი 2 ში და სექტემბრიდან ჯგუფის ყველაზე ცნობილი პროექტის ჩცდ-ს ახალ სეზონსაც “რუსთავი 2”- ზე ვიხილავთ.

რაც შეეხება ფროდაქშენის გუნდის ნაწილის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, შევეცადეთ არხის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებას, თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება რუსთავი 2ის ყველაზე რეიტინგულ გადაცემებს, დადასტურებული ინფორმაცია მათი გაგრძელების ან პირიქით შეწყვეტის შესახებ ვერ მივიღეთ.

ნარიტა ჩხაიძე, Palitravideo.ge

Comments

comments