თურქეთის სამხრეთში ანომალური სიცხე დაფიქსირდა. შაბათს საკურორტო ქალაქ ანტალიაში სიცხემ 45,5 გრადუსი შეადგინა. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.

ანტალიის რეგიონული პროგნოზირებისა და გაფრთხილების ცენტრის ინფორმაციით, ეს აბსოლუტური რეკორდია. მათი ინფორმაციით, ბოლოს, 45 გრადუსზე მეტი სიცხე 1929 წელს იყო. 45 გრადუსი კი 2000 წლის 12 ივლისს დაფიქირდა.

მეტეოროლოგები სიცხის კლებას 35-37 გრადუსამდე ორშაბათიდან ელოდებიან.

 

ambebi.ge

Comments

comments