მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნულმა ინსტიტუტმა თავის ქალებისაგნ აგებული ლეგენდარული აცტეკების 500-წლოვანი კოშკი აღმოაჩინა. თავის ქალები ეკუთვნის მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს.

აცტეკების კოშკის ლეგენდა შიშის ზარს სცემდა მექსიკელებს კოლონიზაციის შემდეგ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. თუმცა ორწლიანი კვლევის შედეგად ანტროპოლოგები მის არსებობას მხოლოდ ახლა ადასტურებენ.

გადმოცემისა და ისტორიული ჩანაწერების თანახმად, კოშკში აცტეკები დაღუპული მოწინააღმდეგე მეომერების თავის ქალებს აგროვებდნენ. თუმცა სპეციალისტების გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მეომრების თავის ქალების გარდა, ქალებისა და ბავშვების თავის ქალებიც ნახეს.

676 ათასი ქალა ცილინდრისებურ ნაგებობაში უძველეს ტაძართან ტემპლო მაიორთან იპოვეს.

თუმცა სპეციალისტებს ჯერ კიდევ არ გაუთხრიათ ტაძრის ძირითადი ნაწილი, სადაც ასევე შესაძლოა იყოს ახალი სამარხები.

 

http://primenewsgeorgia.ge

Comments

comments