კანონი ხმაურის შესახებ ძალაში 15 აგვისტოს შევა. პირველ აგვისტომდე მთავრობას დაგეგმილი აქვს ტექნიკური რეგლამენტის მომზადება, რომელიც დეციბელების დასაშვებ ზღვარს დაადგენს.

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძის განცხადებით, დარღვევა ხმაურზომით განისაზღვრება. დაისჯებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები.

ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისას პირველ შემთხვევაზე პირი მიიღებს გაფრთხილებას, ერთი წლის განმავლობაში მეორე შემთხვევაზე 150 ლარიანი ჯარიმას, იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარიან ჯარიმას.

პარლამენტმა კანონი ხმაურის შესახებ 28 ივნისს დაამტკიცა.

პოლიციელთა გადამზადებაზე პოლიციის აკადემია, ხოლო აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო, იზრუნებს.

Comments

comments