თქვენი მოკლე ბიოგრაფია:
„დავიბადე თბილიში, 1990წლის 25 დეკემბერს. ბავშვობიდან ვხატავდი, ამიტომ გადაწყვიტეს შევეყვანე N1 საბავშვო სამხატვრო სკოლაში, სადაც 4 წელი დავდიოდი. შემდეგ ვსწავლობდი ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სასწავლო უნივერსიტეტში, დიზაინის და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე
პარალელურად მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში,როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. ვარ მხატვართა კავშირის წევრი და ასევე ხელოვან ქალთა ასოციაცია-„ფემინ არტ“-ის წევრი“

მარიამის facebook გვერდი

მარიამ დევდარიანის პერსონალური გამოფენა

ჯგუფური გამოფენები:
2014- „ფესტივალი ფან ART“. თბილისი.საქართველო
2014-“მხატვარ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია ფემინ არტის საქართველოს ფილიალის წევრებისა და თსუ-ს პედაგოგების ნამუშევრების გამოფენა.“ თბილისი.საქართველო
2013- “საშობაო გამოფენა” მწერალთა სახლი. თბილისი.საქართველო
2013-“ხელოვნების მსოფლიო ფესტივალი -მშვიდობისათვის.“ უბა. ბრაზილია
2013-“ Femin&Art-ის მე-6 საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე ქართველ მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.” თბილისი,საქართველო.
2013-„ხელოვან ქალთა ასოციაციის მე-6 საერთაშორისო გამოფენა“.თურქეთი,ტრაპიზონი.
2013-„თურქი და ქართველი მხატვრების გამოფენა“.თბილისი,საქართველო.
2012-„Let’s Build A Roof Over the World”, მხატვართა კავშირის გალერეა, თბილისი, საქართველო.
2011,2012-2013 ფესტივალი “არტ გენი“, ეთნოგრაფიული მუზეუმი , თბილისი,საქართველო
2007-„სიცოცხლის დღე“, თბილისი, საქართველო.
2001-„მოსახლეობა და გარემო“, თბილისი, საქართველო.
1999-„ბავშვები სხვა ბავშვებისათვის“, საფრანგეთი.
1998- „კავკასიის ნორჩი მხატვრები“, ლისე, ჰოლანდია.
1998-„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა“, ჟენევა, შვეიცარია

მარიამ, თქვენ გქონდათ პერსონალური გამოფენა, ამის შესახებ მესაუბრეთ, დავიწყოთ თავიდან რამ გადაგაწყვეტინა პერსონალური გამოფენის მოწყობა, მზადების პროცესი, როგორ ჩაიარა, რამდენად წარმატებულად?

ამ დღეს ყოველთვის ველოდებოდი… ბოლო წლებში უფრო აქტიურად დავიწყე შემოქმედებითად მუშაობა. ამ გამოფენისთვის ვემზადებოდი განსაკუთრებულად, რადგან ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა უნდა შემდგარიყო.. გამოფენამ კარგად ჩაიარა, მოვიდა ბევრი დამთვალიერებელი და გამოიწვია დიდი ინტერესი.“

გამოფენაზე სხვდასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები ვნახეთ. მიამბეთ რაში და როგორ ხატავთ?
„სხვადასხვა ტექნიკით არის ძირითადად შესრულებული ჩემი ნამუშევრები, როგორც ზეთის საღებავებით, ასევე აკრილით და გუაშით. მიყვარს შერეულ ტექნიკაში მუშაობა, რადგან არ ვარ შეზღუდული და ძალიან კომფორტულია.“

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
ვაპირებ კიდევ უფრო მეტ მუშაობას შემოქმედებითად, რადგან დავიხვეწო და ვისწავლო უფრო მეტი.“


ახალი ნახატის შესაქმენლად მუზას ელოდებით ხოლმე?
„სამუშაოდ მუზა არ მჭირდება. კონკრეტული ადგილს, გარემოებას და დროს დიდ უპირატესობას
არ ვანიჭებ, მთავარია რომ მქონდეს განწყობა.“


შენი საყვარელი მხატვარი და როგორ ფიქრობ რომელიმე მხატვრის გავლენა თუ არის თქვენს სტილზე?
„საყვარელ მხატვარად ერთს ვერ დავასახელებ, ალბათ მომიწევს რამდენიმეს ჩამოთვლა. თუმცა მიჭირს გამორჩევა: ფარჯიანი, ვარაზი, კლიმტი, მატისი, პიკასო… გავლენა არ იგრძნობა ალბათ:) “

შთაგონების წყარო თუ გყავს? 
„კონკრეტულად არა, თუმცა ხშირად სიზმრებს გადმოვცემ ხოლმე ტილოზე.










Comments

comments