აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მამაკაცი საკუთარი გარდაცვლილი ცოლის ცხედარს 8 წლის განმავლობაში მაცივარში ინახავდა, რათა მისი სოციალური დახმარება არ დაკარგვოდა.

როგორც foxnews-ი იტყობინება, სამართალდამცავებმა, 2002 წელს გარდაცვლილი მარგარეტ დანის ცხედარი მაშინ აღმოაჩინეს, როცა თავად მამაკაცი ალან დანი გარდაიცვალა.

ოფიციალური პირების განცხადებით, რვა წლის განმავლობაში ალანმა სოციალური დახმარების სახით მეუღლისთვის განკუთვნილი 92 088 დოლარი მიიღო.

ალანის ნათესავები აცხადებენ, რომ ქალის გარდაცვალების შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.

 

 

newpost.ge

Comments

comments