სვანეთში, თეთნულდის მთის ფერდობებიდან ღვარცოფი ჩამოწვა და სოფელ ჟაბეჟში მდინარე გადაკეტა, რის გამო წყლის დონე მატულობს.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, ნელი ნავერიანი “აიპრესთან” გამარტავს, რომ სანამ მდინარე მუჟავა არ ადიდებულა, მანამდე საფრთხე არ არსებობს.

“გადაუდებელმა წვიმებმა და უხვმა ნალექმა მთებიდან ღვარცოფი ჩამოიტანა. მდინარე მუჟავა ოდნავ ადიდებულია, თუმცა საგანგაშო ამ ეტაპზე არაფერია. თუ წვიმა არ შეწყდება შესაძლებელია თეთნულდს მასა მოწყდეს. თუმცა ამ ეტაპზე ამის საშიშროება არ დგას, “-აღნიშნა ნავერიანმა

Comments

comments