H & M Hennes & Mauritz AB (H&M) თბილისის პირველი მაღაზიის კარს „გალერია თბილისში“, 2017 წლის შემოდგომაზე გახსნის. სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული პირველი ქართული H&M მომხმარებლებს შესთავაზებს ტრენდულ სამოსსა და ხარისხს საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის.

„ძალიან გვიხარია, რომ როგორც იქნა, საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით! ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისელ მოდის მოყვარულებსა და ჩვენს მომავალ მომხმარებლებს ახალი სტილის პოვნისა და რაციონალური შოპინგის საშუალება მივცეთ და მოდაში საკუთარი განაცხადის გაკეთებაში დავეხმაროთ“, – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი, H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, სერბეთსა და საქართველოში.

პირველ თბილისურ მაღაზიაში უახლესი, ხელმისაწვდომი ტრენდებისა და ყველა სეზონის ფავორიტი Basics-ის ფართო არჩევანი და საუკეთესო ფასები იქნება. H&M-ში ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თეთრეულის სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი.

“H & M Hennes & Mauritz AB (H&M) 1947 წელს შვედეთში დაარსდა. მისი აქციები შვედეთის ამერიკულ საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. H&M-ის მთავარი ბიზნესიდეაა, ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის. H&M-თან ერთად, კომპანია შემდეგ ბრენდებსაც აერთიანებს: Cheap Monday, & Other Stories, COS, Monki, Weekday და H&M Home. H&M Group-ი 66 ქვეყანაში 4300-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი, რაშიც ფრენჩაიზის მფლობელი ობიექტებიც მოიაზრება. 2016 წლის მონაცემებით, გაყიდვების მაჩვენებელმა, დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით 223 მილიარდი შვედური კრონა შეადგინა. დასაქმებულთა რიცხვი კი 161 000-ს აღემატება”, – განმარტავენ კომპანიაში

Comments

comments