ინტერნეტ პორტალი cubadiving.com, რომელიც სისტემატურად აშუქებს  დაივინგის შესახებ  მასალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ამჯერად ევროპის ტოპ 8 საუკეთესო ადგილს ასახელებს წყალქვეშა ცურვისთვის.

ჩამონათვალს შორის საქართველოც, კერძოდ კი მარტვილის კანიონი მოხვდა. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მათ ცნობილ მყვინთავ ფოტოგრაფებს სთხოვეს დაესახელებინათ 8 ადგილი ევროპაში, რომელიც მათი აზრით, ყვინთვისთვის ეგზოტიკური და საინტერესოა.

მარტვილის კანიონი საუკეთო 8 ადგილში ფოტოგრაფმა ვიქტორ ლიაგუშკინმა შეიყვანა.

“საქართველო უძველესი  ქვეყანაა შავ ზღვასა და კავკასიის მთებს შორის. იქ უამრავი გამოქვაბული და კანიონია, ზოგიერთი კი იმდენად მიუდგომელია, რომ მათ ვერანაირი თანამგზავრით ვერ დაინახავთ. მარტვილის კანიონი აბაშაში მდებარეობს. ამ სილამაზის მთავარი სკულპტორი წყალია. კანიონზე ულამაზესი. გამჭვირვალე ჩანჩქერებია და ეს ყველაფერი სიმწვანეში ისეა მოქცეული, ერთობლიობაში სადღესასწაულო ფეიერვერკები გეგონებათ. მარტვილის კანიონი ენით აუღწერელი სილამაზეა” – ასე ახასითებს ფოტოგრაფი მარტვილის კანიონს.

ipress.ge

Comments

comments