ორნელა მუტი ვლადიმერ პუტინთან ვახშამის გამო დააჯარიმეს
8 ივლისი / 2017
ცნობილი იტალიელი მსახიობი, ორნელა მუტი იტალიის სასამართლომ 500 ევროს ოდენობის ჯარიმითა და 6-თვიანი პირობითი პათიმრობით დასაჯა.
ამის მიზეზი გახდა მსახიობის მიერ ავადმყოფობის შესახებ წარმოდგენილი ყალბი ცნობა.
როგორც იტალიური პრესა წერს, მსახიობს 2010 წლის დეკემებრში პარდედონეს თეატრში გამოსვლა ჰქონდა შეთანხმებული, თუმცა ითხოვა ხუთდღიანი დასვენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით და ამის დამადასტურებელი ცნობაც წარმოადგინა. თუმცა, იმავე საღამოს ორნელა მუტიმ მონაწილეობა მიიღო სანკტ-პეტერბურგში გამართულ ვახშამზე, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ შეიტანა თეატრის ადმინსიტარციამ საჩივარი მსახიობის წინააღმდეგ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 8-თვიანი პატიმრობა და 600 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა, თუმცა შემდგომმა ინსტანციამ ეს გაადწყვეტილება შეცვალა.

სასამართლომ მომჩივან მხარეს დააკისრა სასამართლო პროცედურების წამროების გადსახდელი 3600 ევროს ოდენობით.

Comments

comments