“თურქეთში აჯილდოვებთ ისეთ ხალხს ვისაც მაგიდაზე აფხაზ სეპარატისტთა დროშები და საჩუქრები უდევს, აჰმედ მელაშვილის ხსოვნას კი თქვენი სიყალბით შეურაცხყოფთ, მინდა ამის შესახებ იცოდეს საქართველოს საელჩომ თურქეთში”, – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

“არ ვიცი ამ ამბავს რა დავარქვა, ამიტომ წაკითხვის შემდეგ სახელის დარქმევა თქვენთვის მომინდვია- მაშ ასე : დღეს თურქეთის ყველაზე გამორჩეულ მოღვაწეს აჰმედ მელაშვილს დაბადებიდან 95 წლის იუბილე შეუსრულდა, ეს ის აჰმედ მელაშვილია რომელზეც მე წიგნი დავწერე, თანაც ორჯერ, ამ კაცზე მეტი წიგნი დღემდე არავის დაუწერია არც ქართულად და არც თურქულად) აჰმედზე გადავიღე ორსერიანი ფილმი, არაფერს ვიტყვი სიუჟეტებზე და სტატიებზე, ჰოდა დღეს მის საფლავზე ხალხი შეიკრიბა და იყო სიტყვები, ესეთი და ისეთი, ”მჭერმეტყველებით” აღსავსე, ისაუბრა ყველამ, სუუულ ყველამ, ისაუბრეს ისეთებმაც რომელთაც არაფერი კონტაქტი არ აქვთ აჰმედ მელაშვილის სახელთან, მის საქმეებთან, (სამგლოვიარო თაიგულების ბარათებზე ქართულ წარწერებსაც კი ვერ წერენ სწორად), ჰოდა ამ სიტყვათა კორიანტელში ერთადერთი სიტყვა ვისაც არ მისცეს ეს მე ვიყავი. მეცინება მათ პატარა კაცუნობაზე, ეს ”გაუგებრობა” ხან ორგანიზატორებს მიაბრალეს, ხან მონაწილეებს, ერთერთმა მონაწილემ როზეტა გუჯეჯიანმა კი მითხრა ეტყობა ვერ გიცნეს ალბათ ოპერატორი ეგონეთო, ოღონდ ზუსტად ვიცი რომ ეს ამბავი თბილისელი ”კოლეგებისაგან” მოდის,მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ იმ 20 კაციანი ჯგუფის წინ ყელყელაობა არაა მთავარი (გაცილებით დიდ აუდიტორიაზე მიმიწვდება ხელი).

მთავარია საქმე რომელიც უსინდისოდ საფასადო ხელოვნებად აქციეთ, აკეთებთ ისეთ რაღაცეებს რაც უშედეგოა, თურქეთში აჯილდოვებთ ისეთ ხალხს ვისაც მაგიდაზე აფხაზ სეპარატისტთა დროშები და საჩუქრები უდევს, აჰმედ მელაშვილის ხსოვნას კი თქვენი სიყალბით შეურაცხყოფთ, მინდა ამის შესახებ იცოდეს საქართველოს საელჩომ თურქეთში Irakli Koplatadze, დანარჩენს ყველას ვისაც საჭიროა თავად ჩავაყენებ საქმის კურსში, ბევრი ვითმინე, მათ შორის ის რომ საქართველოში მიმალავდით თურმე მელაშვილის ოჯახის წევრებს, ის რომ ჩვენი დაწყებული საქმეების მითვისებას და სხვა

ორგანიზაციებისთვის მიკერებას ცდილობთ, უშლით ხელს ჩემი წიგნის თურქულად თარგმნას! გარწმუნებთ დღეიდან ყველაზე მკაცრ პასუხებს მიიღებთ!

Comments

comments