მოვითხოვთ სათანადო ქმედით რეაგირებას მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ! არა ოკუპაციას! – ქართველი მწერლები საქართველო ხელისუფლებას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ და საგანგებო წერილით მიმართავენ.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექტს:

ქართველი მწერლების მიმართვა საქართველოს მთავრობას, მსოფლიოს თავისუფალ საზოგადოებას, საერთაშორისო პენ-ცენტს, ყველ მწერალს.

საქართველო თავისუფალი ქვეყანაა. თავისუფლება მეზობელ იმპერიებთან მრავალსაუკუნოვან დაუღალავალ ბრძოლაში მოიპოვა და სხვა ქვეყნებსაც არაერთხელ აჩვენა თავგანწირული ბრძოლის მაგალითი.

რუსეთ–საქართველოს 1990–1992 წლების სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონის), ხოლო 1992–1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ქართული მიწების ოკუპაცია და ეთნიკური ქართველების გენოციდი. ეს შეუქცევადი პროცესები 2008 წლის რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომით გაგრძელდა.

2008 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამავდროულად რუსეთი თვითნებურად დადგენილ საზღვრებს პერმანენტულად აფართოებს – განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას.

ამის შედეგია ის, რომ დღეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვარს“, ცენტრალური ავტომაგისტრალიდან, სულ რაღაც 400 მეტრი აშორებს.

ჩვენ, ქართველი მწერლები, საქართველოს მთავრობისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ნება-სურვილი და გულისტკივილი, სასწრაფოდ მოახდინოს სათანადო, ქმედითი რეაგირება მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ – ატეხოს განგაში, მსოფლიოს ცხადად გააგებინოს, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, ჩართოს ყველა საერთაშორისო სეგმენტი თუ ორგანიზაცია, მუდმივად აპროტესტოს მცოცავი ოკუპაციის პროცესი ყველა საერთაშორისო ინსტანციაში, რათა მსოფლიომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში მხარი დაგვიჭიროს.

ასევე მივმართავთ მსოფლიოს თავისუფალ საზოგადოებას, ჩვენს კოლეგებს ყველა ქვეყანაში, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია მთავარი ფასეულობებია, – აიმაღლონ ხმა იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ.

დღეს მსოფლიო, როგორც არასდროს, ერთსულოვნად სოლიდარულია თავისუფალი, დემოკრატიული პრინციპების მიმართ და, შესაბამისად, ისეთივე მნიშვნელოვანია ერთი ქვეყნის, ერთი ერის განსაცდელი, როგორც მთელი კაცობრიობისა.

გვჯერა ამ ერთსულოვნებისა და საერთაშორისო თანადგომის.

დიანა ანფიმიადი

ინა არჩუაშვილი

ლუკა ბაქანიძე

ზაზა ბიბილაშვილი

რეზო გეთიაშვილი

ანა გრიგი

ნინო გუგეშაშვილი

თეონა დოლენჯაშვილი

ნატა ვარადა

გიორგი ზანგური

ლაშა თაბუკაშვილი

რეზო თაბუკაშვილი

ნატო ინგოროყვა

გიორგი კაკაბაძე

ირაკლი კაკაბაძე

ზვიად კვარაცხელია

ლადო კილასონია

ბაჩო კვირტია

ირაკლი ლომოური

მაკა ლდოკონელი

შორენა ლებანიძე

გიორგი ლობჟანიძე

ირმა მალაციძე

გურამ მეგრელიშვილი

მანანა მენაბდე

რობერტ მესხი

სოსო მეშველიანი

მიხო მოსულიშვილი

გაგა ნახუცრიშვილი

ქეთი ნიჟარაძე

ზურაბ რთველიაშვილი

დავით რობაქიძე

ნათია როსტიაშვილი

ნინია სადღობელაშვილი

ზურა სამადაშვილი

ლელა სამნიაშვილი

ეკატერინე ტოგონიძე

თამრი ფხაკაძე

გურამ ქართველიშვილი

ბექა ქურხული

ლექსო ქურხული

ცირა ყურაშვილი

პაატა შამუგია

ბელა ჩეკურიშვილი

გელა ჩქვანავა

თემურ ჩხეტიანი

თამაზ ჭილაძე

მარიამ წიკლაური

ვახტანგ ჯავახაძე

ირაკლი ჯავახაძე

კატო ჯავახიშვილი

მაკა ჯოხაძე

www.newposts.ge

Comments

comments