ბოლო რამდენიმე დღეა , საშინელი ისტორიები იწერება სააგენტოებში, ძირითადად უცხოელებისა და ქართველების ურთიერთობაზე, როგორ უკრძალავენ ქართველს რაღაცას, ვიღაც უცხოელი როგორ ცუდად მოიქცა და ასე შემდეგ.

იმას არ ვამბობ, რომ არ შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს უცხოელმა, უბრალოდ იმდენად საეჭვოდ აეწყო უცხოელების მიმართ აგრესიული სტატიები, რომ საეჭვოა და მიზანმიმართული მგონია, რატომ 1-2-3 წლის ან თვის წინ არ ხდებოდა მსგავსი რაღცები, თუ უცხოელებმა გამბედაობის ელექსირები შეხვრიპეს?

აგერ ერთ მაგალითს მოვიყვან, ვხედავ ვიღაც-ვიღაცებს დაშეარებული აქვთ სტატია  გეების ცემის ფაქტზე, დავინტერესდი ინფორმაციის სისწორეზე, რადგან ფოტო მასალა თან ახლდა , გამიადვილდა ინფორმაციის დაზუსტება ფოტოს მიხედვით და რა ვნახე? ეს ფოტო გადაღებულია 2014 წელს და ეს ადამიანი  საქართველოში არ უცემიათ, სავარაუდოდ კი ნამყოფიც კი არ არის.

აგერ სტატიის ლინკიც:  discreetserpent.blogspot.com/2014/09/straight-guy-gets-beaten-up-for-calling.html?spref=pi

ამიტომ, ნუ ენდობით ყველა ნიუსს, მოითხოვეთ ფაქტები, ვიდეო და ფოტო მასალა, ენას ძვალი არ აქვს და ფანტაზიას საზღვრები!

 

 

ინფორმაცია , რომელიც 2014 წელს გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი,2014

Comments

comments