ვერაფერი ვერ აღაფრთოვანებს ერს ისე, როგორც სამეფო ქორწილი, ამ კვირაში კი ჰანოვერის პრინცესა ეკატერინა კონკიას კაბაში გამოწყობილი დაქორწინდა. პრინცესა ცოლად გაჰყვა ერნსტ ავგუსტს, ჩამომავლობით ჰანოვერის პრინცს. მათი ქორწილი გაიმართა თვალწარმტაც მარკტკირჩში, ჰანოვერში 600 ადამიანის თანხლებით და პატარძალს ეცვა კაბა, რომელიც პირდაპირ დისნეის მულტფილმიდან გეგონებოდათ გადმოსული.

კაბა პრინცესას მეგობრის, ლიბანელი დიზაინერი სანდრა მანსურის საქორწილო საჩუქარი იყო. ეს გახლავთ პრინცესის ტრადიციული კაბა მაქმანებიანი სახელოებით, გამოყვანილი კორსაჟით, მთელ სიგრძეზე დაშვებული ქვედატანით, ხელით ჩაწნული მარგალიტის ნაქარგებით, დახვეწილი მაქმანებითა და განიერი პირბადით. ეს სწორედ ის კაბაა, რომელიც ნამდვილი აფეთქება იქნება Printerest-ზე.

Who What Wear UK-სთან საუბრისას დიზაინერი აცხადებს, რომ ამ კაბის შექმნისთვის შთაგონების წყარო გახდა „რუსული ფლორის მოტივები — ჩვენ ნამდვილად გვინდოდა, რომ ხაზი გაგვესვა ეკატერინას რუსული ჩამომავლობისთვის.“ სანდრა ამჟღავნებს, რომ ამ კაბის შექმნისთვის 10 თვე დასჭირდა და კიდევ 4 თვე, რომ მოექარგა ის ძაფებითა და მარგალიტის დეტალებით.

http://www.whowhatwear.co.uk

 

Comments

comments