ვირჯინია ვულფის რომანში „ორლანდო“, ასეთი გარდასახვა ხდება: ჩვენი მთავარი გმირი, ორლანდო შვიდდღიანი ძილის შემდეგ გამოღვიძებისას აღმოაჩენს, რომ სქესი შეეცვალა. „ორლანდო გახდა ქალი,“ წერს ვულფი, „მაგრამ ყველა სხვა კუთხით, ორლანდო ზუსტად ისეთად დარჩა, როგორიც მანამდე იყო. სქესის ცვლილებამ, მართალია, შეცვალა მათი მომავალი, მაგრამ არაფერი შეუცვლია პიროვნებაში.“

ის ხდება ისინი. ნაცვალსახელები მონაცვლეობენ, მაგრამ პიროვნება იგივე რჩება. მოდა, რა თქმა უნდა, ასახავს მსვლელობას, რომელმაც უკვე საკმარისად განიცადა ევოლუცია იმისათვის, რომ დაიკვეხნოს თავისი მომაჯადოებელი გარეგნობის ადამიანებით, როგორიც არის ჟადენ სმიტი, ლუის ვიტონის ქალის სამოსის კამპანიის უახლესი ვარსკვლავი, და ანდროგენი ჩინელი პოპ ვარსკვლავი (და რიკარდო ტისკის მუზა) კრის ლი. როგორ განისაზღვრება ასეთი პიროვნება?

 „მათ არ უნდათ, რომ განისაზღვრებოდნენ,“ ამბობს ოლივიე რუსტენგი, ბალმენის შემოქმედებითი დირექტორი, რომელიც ერთ-ერთი იმ დიზაინერთაგანია, ვინც საუბრობს ტრენდიდან შთაგონებაზე. „თქვენ ხედავთ ბიჭებს, რომლებიც იკეთებენ მაკიაჟს, გოგონებს, რომლებიც ყიდულობენ კაცის ტანისამოსს—მათ არ ეშინიათ, იყვნენ ისინი, ვინც არიან. ეს კატეგორია თუ ის კატეგორია—ვის აინტერესებს? მათ სურთ, რომ თავად განსაზღვრავდნენ საკუთარ თავებს.

ეს ახალი blasé (უინტერესო/ყელში ამოსული) დამოკიდებულება გენდერული კოდების მიმართ ხაზს უსვამს რადიკალურ ცვლილებას. მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ სცენა ერთ დილით მონტაუკში, ნიუ იორკში, სადაც გადაიღეს ფოტოები, რომლებსაც შემდეგი ამბავი ერთვოდა: ჯიჯი ჰადიდი და ზაინ მალიკი ერთმანეთს გაცვლილი სპორტულებით ეხუტებიან. ამ ათასწლეულისთვის, აღწერილობა, როგორიც არის ბიჭი ან გოგო, მნიშვნელოვანი თვისებების სიაში ყველაზე დაბლა  დგას—მათი ჩაცმის სტილი სწორედ ამა ფაქტს ასახავს.

 

http://www.vogue.com/

Comments

comments