მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე ძალიან 13 რიცხვის? რატომ მიიჩნევენ ამ რიცხვს დაწყევლილად, უიღბლოდ, პრობლემებისა და წარუმატებლობის მომტანად? მოდი, ცოტა უფრო ღრმა ანალიზი ჩავატაროთ და ნუმეროლოგების აზრიც გავიგოთ საბედისწერო 13-ის შესახებ.

13ნუმეროლოგიური პრინციპებით არაჰარმონიული რიცხვების კატეგორიაში გადის. დუჟინს (12) და ერთს შორის ჰარმონია ვერასოდეს მიიღწევა. აქედან გამომდინარე, თავად 13-ის არსი და რაობაა ქაოსის შექმნა.

ნუმეროლოგები ამ რიცხვს სხვაგვარად “შავ მასწავლებელს” უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ 13 ნებისმიერი სახის ილუზიას ხდის ფარდას და მისი გავლენით არაფერი რჩება სტაბილური, მუდმივი ან უცვლელი.

13-ის მიზანი ის არის, რომ მან დისონანსი უნდა შეიტანოს აქამდე არსებულ კოსმიურ წესრიგში. სწორედ მას მიაწერენ ნებისმიერი სიმყარის სიტუაციის, მიღებულ-დაკანონებული წესრიგის და რეალობის რღვევის უნარს.

კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში კი ამ რიცხვის გავლენა ორგვარი სახით ვლინდება. პიროვნება ან ემორჩილება ამ ე.წ. “შავი მასწავლებლის” გავლენას, რომელიც მის ცხოვრებაში კონკრეტული სიტუაციის ან ადამიანის სახით მოდის, ან თავად ხდება ამგვარი პიროვნება და სხვებს აქცევს საკუთარ გავლენაში. ყოველივე ეს კი სხვადასხვა დონეზე ვლინდება ამა თუ იმ ადამიანში. 13-ის გავლენის ქვეშ დაბადებული შეიძლება იყოს აშკარა, უხეში მოძალადეც და დახვეწილი მანიპულატორიც.

ბევრი ნუმეროლოგი თავად 13-ის საინტერესო კლასიფიკაციას გვთავაზობს. ასე მაგალითად, თუ ჩვენ ამ რიცხვს ციფრებად დავშლით ანუ 13=10+2+1 მივიღებთ 10-ს ადამიანს რქებითა (2) და კუდით (1). რქები ანტაგონიზმის სიმბოლოა, ხოლო კუდი – ენერგეტიკული არხის ანტენა.

 

astrologi.ambebi.ge

Comments

comments