ცნობილმა მომღერალმა ყველას უამბო თუ რატომ არ ჰყავს შვილები. მისი თქმით, ახალგაზრდობაში აბორტი გაიკეთა – მაშინ მისთვის კარიერა უფრო მნიშვნელოვანი იყო და სულაც არ აპირებდა პოპულარობის მსხვერპლად გაღებას ამისთვის. მერე, როცა თავად მოუნდა შვილის გაჩენა, ამის წინააღმდეგი იყო მისი სამოქალაქო ქმარი – ანდრეი ლატკოვსკი. ლაიმას ქმარს არასდროს სურდა შვილები, არ სურდა ასეთი პასუხისმგებლობა.

– მე მგონია, რომ ანდრეის არასდროს ჰქონია და არც ახლა აქვს ეს სურვილი… მერე უკვე დაგვიანებულიც იყო

– მე აღარ მქონდა ის ჯანმრთელობა, ჩემი დაავადებითაც დავსაჩუქრდი და ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, – აღნიშნა ლაიმამ, რომელსაც სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ჰქონდა და სერიოზული ოპერაცია გაიკეთა.

ლაიმამ ისიც აღიარა, რომ ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება სურდა, თუმცა მოძღვარმა არ მისცა ამის კურთხევა და ლაიმამ ამ შესაძლებლობაზეც უარი თქვა.

mshoblebi.ge

Comments

comments