GM დიეტა GENERAL MOTORS-ის მიერ შემუშავდა 1985 წელს. კომპანიამ  თანამშრომლებისთვის დიეტის გეგმა ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად შეიმუშავა. შედეგები განსაცვიფრებელი აღმოჩნდა – თანამშრომლების მოტივაცია, ენერგია და შრომისუნარიანობა გაიზარდა, ამასთან ერთად წონაში კლება ძალიან, ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა.

GM დიეტა დეტოქს დიეტების კატეგორიას მიეკუთვნება, წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან და მისი დაცვა უმარტივესია!

თუ გსურთ სწრაფად და ჯანსაღად დაიკლოთ წონაში ეს დიეტა მხოლოდ თქვენთვისაა..  ამ დიეტით კვირაში 5-9 კგ-მდე დაკლებაა შესაძლებელი.

 

 

1 დღე

GM Diet Plan Day 1

დიეტის პირველი დღე ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ეცადეთ არ დაარღვიოთ!

ეს ხილის დღეა. მიირთმევთ ყველანაირ ხილს ბანანის გარდა. უპირატესობა ენიჭება საზამთროსა და ნესვს. დღის განმავლობაში მინიმუმ 8 ჭიქა წყლის მიღება აუცილებელია!

 

2 დღე

GM Diet Plan Day 2

ბოსტნეული შეუზღუდავად. მოერიდეთ კარტოფილს. მოხარშული კარტოფილის მიღება მხოლოდ საუზმეზეა რეკომენდირებული!

 

3 დღე

GM Diet Plan Day 3

ხილი (შეუზღუდავად)

ბოსტნეული (შეუზღუდავად)

 

4 დღე

GM Diet Plan Day 4

6 ცალი ბანანი

8 ჭიქა უცხიმო რძე

 

5 დღე

GM Diet Plan Day 5

6 ცალი პომიდორი

1 ჭიქა მოხარშული ყავისფერი ბრინჯი

 

6 დღე

GM Diet Plan Day 6

 

500 გრ. კანგაცლილი ქათამი (ვეგეტარიანელებისთვის ქათმის შეცვლა ბრინჯითაა შესაძლებელი)

ბოსტნეული (პომიდვრისა და კარტოფილის გარდა)

 

7 დღე

GM Diet Plan Day 7

1 ჭიქა მოხარშული ყავისფერი ბრინჯი

ნებისმიერი სახის ბოსტნეული

ხილის წვენი უშაქრო

 

რას ვერიდოთ დიეტის დროს?

ბოსტნეული: კარტოფილი

ხილი: ბანანი, ალუბალი, მანგო და მსხალი

პროტეინი: მოერიდეთ ყველანაირ ხორცს, სოკოს, სოიოს

ცხიმები: კარაქი, მარგარინი, ყველანაირი ცხიმი

რძის პროდუქტი: მაღალპროცენტიანი რძე, იოგურტი, ყველი, ნაყინი

სასმელი: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი

 

sainteresoa.ge

Comments

comments