ისლანდიაში დაკარგული ქართველის მეგობრები ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ჩანჩქერთან მდებარე კაფესთან დამონტაჟებულ კამერაში კარგად ჩანს როგორ ჩადის ნიკა ბეგაძე ჩანჩქერთან, თუმცა უკან მისი ამოსვლა ვიდეომასალაში აღარ ჩანს. მათივე ინფორმაციით, ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოებში ისლანდიაში მყოფი მისი ყველა მეგობარია ჩართული.

ახლობლების თქმით, ნიკა ბეგაძის მეგობრებმა 40-მდე მანქანა იქირავეს და ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურებთან ერთად დაკარგულს ეძებენ.

ნიკა ბეგაძის მანქანაში, რომელიც ჩანჩქერთან ახლოს არის ნაპოვნი, აღმოჩენილია კარავი, საჭმელი და გადატეხილი ტელეფონი.

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილი 22 წლის ნიკა ბეგაძეს ადგილობრივი პოლიცია უკვე მეოთხე დღეა რაც ეძებს.

allnews.ge

Comments

comments