დილის ვარჯიში ძალიან სასარგებლოა რიგი მიზეზების გამო:
· ორგანიზმში უნდა დაჩქარდეს ძილის დროს შენელებული პროცესები: სისხლის მიმოქცევა, გულის მუშაობა, გონებრივი აქტივობა.
· გაღვიძებული ორგანიზმის დამუხრუჭება შეიძლება 2 საათს და მეტხანს გაგრძელდეს. აქედან მომდინარეობს ერთმანეთზე გადაჯაჭვული სასიცოცხლო პროცესების თანმიმდევრობის დარღვევა: კვება, ძილი…
· დილით რეგულარული ვარჯიში, ორგანიზმს 15 წუთში გაღვიძებისა და გააქტიურების საშუალებას აძლევს.
· დროულად გამოფხიზელბული ორგანიზმი ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციის გარანტიაა. არასწორი რეჟიმის შედეგად ამ პროცესის დარღვევა იწვევს სიმსუქნეს.
· ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით, ორგანიზმის ტონუსის აწევა დადებითად მოქმედებს იმუნური სისტემის სწორად მუშაობაზე, რაც ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას ზრდის.
· მცირე, მაგრამ დილით სისტემატური ფიზიკური დატვირთვა, ხელს უწყობს ცხიმების უფრო ეფექტურად წვას, რაც სასარგებლოა გახდომისა და სხეულის მასის შესამცირებლად. სახსრების ყოველდღიური გავარჯიშება – ჯანმრთელობა და აქტივობაა მოხუცებულობის დროსაც.
· დილის ვარჯიში აუცილებელია მჯდომარე სამუშაოს მქონე პირებისთვის. ხშირად, ეს მათთვის შეიძლება იყოს ერთადერთი ფიზიკური დატვირთვა მთელი დღის განმავლობაში.
· დილის ვარჯიში ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის მარტივი და ხელმისაწვდომი გზაა.

Comments

comments