ოჯახში ახალი წევრის შემომატება ისტორიული მოვლენაა, რომელსაც ფოტოდაფიქსირება ესაჭიროება. ფოტო – ეს არის მოგონება, რომელიც სამუდამოდ დაგრჩებათ.

ნუ გეშინიათ, პატარას რამდენიმე ფოტო გადაუღეთ.

ფოტოაპარატი მუდამ თან გქონდეთ, რათა კარგი კადრი არ გაუშვათ ხელიდან.

თუ გსურთ, ბავშვს ფოტოსესია მოუწყოთ, 7 რჩევა გაითვალისწინეთ:

1. დააფიქსირეთ მცირე დეტალები და რამდენიმე ფოტოსგან კოლაჟი შექმენით.

2.
 ბავშვი ისე მოათავსეთ, რომ შუქი სახეზე ეცემოდეს. გვერდითი განათება ფორმასა და რელიეფს გამოკვეთს.

3. 
ფოტოაპარატი მაქსიმალურად მიუახლოვეთ პატარას და ისე გადაუღეთ.

4. 
ეფექტური ფოტოები გამოდის შავ-თეთრი კადრებით.

5.
 თუ გადაწყვეტილი გაქვთ

პატარასშიშველ მდგომარეობაში გადაუღოთ ფოტო ჩართეთ

გამათბობელი, ნუ გაყინავთ მას.

6.
 ნუ გამოიყენებთ ნათებას, ის აფრთხობს პატარას, შეიძლება ცრემლებიც წამოუვიდეს.

7. 
კადრი ისე დააყენეთ, რომ მთელ ფოტოზე ბავშვი ჩანდეს და არა გარშემო არსებული ნივთები.

Comments

comments