British singer Katie Melua poses as she arrives for the "Cinema for Peace" gala on February 13, 2012 in Berlin. Since 2002 Cinema for Peace has been a worldwide initiative, promoting humanity through film while inviting members of the international film community to attend the annual Cinema for Peace Award-Gala-Night during the Berlinale International Film Festival. AFP PHOTO / GERARD JULIEN (Photo credit should read GERARD JULIEN/AFP/Getty Images)

რისი გაკეთება მოუხდა უმდიდრეს ქართველ ქალს ბევრი ფულისთვის…

მსოფლიოში ცნობილ მდიდარ ბრიტანელ ადამიანებს შორის, ეროვნებით ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა უკვე წლებია ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.

ახლახან, გაზეთმა “სანდი თაიმსმა” გამოაქვეყნა ბრიტანეთისა და ირლანდიის მდიდარ ადამიანთა მეგზური – Rich List 2014. წლეულს იგი ოცდამეექვსედ გამოიცა და მასში გაერთიანებული სამეფოს ათასზე მეტი უმდიდრესი ადამიანის შესახებ შეიტყობთ. უმდიდრეს ადამიანებს შორის მომღერალი ქეთი მელუაც მოხვდა. იგი გაერთიანებული სამეფოს 30 წლამდე 50 უმდიდრეს ახალგაზრდას შორის დასახელდა, რომლის ქონება 12 მილიონ ფუნტს შეადგენს.

წლების მანძილზე დამსახურებული არაერთი პრიზი და მილიონობით გაყიდული ალბომი, და, რაც ყველაზე მთავარია – საპატიო ადგილი “გინესის რეკორდების წიგნში”. ასეთია ცნობილი ქართველი მომღერლის ბიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები.

ქართველი მუსიკოსი 1984 წელს ქუთაისში დაიბადა. თავდაპირველად თბილისში იზრდებოდა ბებიასთან, შემდეგ კი ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამა კარდიოლოგად მუშაობდა.

საქართველოდან ქეთის ოჯახი 1993 წელს წავიდა ბელფასტში. 1998 წელს კი მელუები ირლანდიიდან ბრიტანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ქეთიმ კათოლიკური სკოლა და დომინიკური კოლეჯი დაამთავრა.

საქართველოსა და ბელფასტში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ქეთის სამომავლო გეგმები ხან ისტორიკოსობას, ხან კიდევ პოლიტიკოსობას უკავშირდებოდა, თუმცა მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში სახელწოდებით “Stars Up Their Nose”, რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა “Mad for it!”. კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით “Without You” და გაიმარჯვა. ამ გამარჯვებამ ქეთის მომავალი გადაწყვიტა.

2003 წლის ზაფხულში მან პროდიუსერთან ერთად სადებიუტო ალბომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წლის ნოემბერში გამოვიდა ალბომი “Call Off The Search”, რომელიც 2004 წლის იანვრისთვის ბრიტანული ჰიტ-პარადების სათავეში იდგა და მწვერვალზე 6 კვირა დაჰყო. გამოსვლიდან 5 თვის შემდეგ, უკვე გაყიდული იყო ალბომის 1.8 მილიონი ასლი და 2004 წელს მელუა აღიარეს ყველაზე გაყიდვად ქალ შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. 19 წლის ქეთი ერთ-ერთ კონცერტზე გამოსვლის შემდეგ თვით ინგლისის დედოფალს წარუდგინეს, რომელმაც დიდი სიმპათიით მიმართა: “მე მოვისმინე რადიოში თქვენი სიმღერა, ის ძალიან სასიამოვნოა”.

წარმატებული დებიუტის შემდეგ დაახლოებით ორ წელში გამოვიდა ქეთის მეორე ალბომი “Peace by Peace,” რომელიც მაშინვე გაყიდვების ლიდერი გახდა – 3.5 მილიონი ასლი ევროპის მასშტაბით. გაყიდვების რაოდენობით ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, დანიასა და ისლანდიაში. ქეთი მელუას მსოფლიო პოპულარობას ხაზს უსვამს ჰოლანდიელი თაყვანისმცემლების მიერ გაკეთებული საჩუქარი – ამსტერდამელმა სელექციონერებმა ქეთი მელუას სახელობის ტიტა გამოიყვანეს, რომელსაც “Tulipa Katie Melua” უწოდეს.

მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით “Pictures” 2007 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ძალიან მალე ალბომმა ბრიტანეთში პლატინის ხარისხი მოიპოვა და 2007 წლის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად დისკად იქცა. გამოსვლიდან 8 თვეში ალბომის 1.5 მილიონი ასლი იყო გაყიდული. ამის შემდეგ სულ ცოტა ხანში “Sunday Times”-ის მიერ გამოქვეყნებულ ბრიტანეთის უმდიდრეს მომღერალთა სიაში 30 წლამდე, ქეთი მელუამ მეშვიდე ადგილი დაიკავა 18 მილიონი ფუნტ-სტერლინგით.

მანამდე კი მომღერლის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. 2006 წლის 2 ოქტომბერს, ქეთი მელუა შეიყვანეს “გინესის რეკორდების წიგნში” ზღვის დონიდან ყველაზე ღრმად კონცერტის ჩატარებისთვის. მელუამ და მისმა მუსიკალურმა ბენდმა ჩრდილოეთის ზღვაში მდგარ გაზის ჭაბურღილზე, 303 მეტრით ზღვის ქვეშ მდებარე შახტაში არაჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარეს. 2007 წლის ივნისში კი გამოვიდა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით “Concert Under The Sea”.

წყარო : bpn

Comments

comments