ამერიკელი მსახიობი სინტია ნიქსონი, რომელიც პოპულარულ სერიალში “სექსი დიდ ქალაქში” მირანდა ჰობსის როლს თამაშობდა, აპირებს საკუთარი კანდიდატურა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის პოსტზე წარადგინოს.

აღსანიშნავია, რომ 51 წლის მსახიობს ლიბერალური ძალების წარმომადგენლები უჭერენ მხარს. პოლიტოლოგები თვლიან, რომ ნიქსონი თავისი პროგრესული იდეებით, ღირსეული პრეტენდენტია გუბერნატორის პოსტზე. 2018 წელს მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მოქმედ გუბერნატორ ენდრიუ კუომოს, რომელიც მესამე ვადით იყრის კენჭს.

“ის არასტანდარტული კანდიდატია პერსპექტიული შესაძლებლობებით, რომელსაც შეუძლია ხალხის გამოცოცხლება”, – წერს გამოცემა Wall Street Journal. 2013 წელს ნიქსონი ნიუ-იორკის ყოფილი მერის, ბილ დე ბლაზიოს წინასაარჩევნო შტაბში მუშაობდა.

Comments

comments