“ძალიან ბევრი შეკითხვა შემოდის ურთიერთობებთან დაკავშირებით. პირადი რუკების გარეშე ძალიან ძნელია ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც მეთოდიკა, რომელიც იძლევა საშუალებას, მიახლოებით მაინც გაარკვიონ ადამიანებმა, თუ როგორი ურთიერთობა ექნებათ ამათუიმ ნიშნის წარმომადგენლებთან.

ითვლება რომ ჩვენივე სტიქიის წარმომადგენლებთან ადვილია ურთიერთობა. ასევე დადებით რეზულტატებს იძლევა მეგობრული სტიქიების წარმომადგენლების ურთიერთობებიც. ამისგან საპირისპიროდ მტრული სტიქიების ნიშნების წარმომადგენლები ცუდად ეწყობიან ერთმანეთს.
შეგახსენებთ რომ ცეცხლი და ჰაერი ერთმანეთს კარგად ეწყობა, ასევე წყალი და მიწა კარგ ურთიერთობაშია ერთმანეთთან. ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს კი ურთიერთობა უჭირთ მიწასთან და წყალთან.

თუმცა ეს ძალზე გამარტივებული ვარიანტია. არსებობს კიდევ ცოტა უფრო დახვეწილი მიდგომაც, სადაც თვითეული ზოდიაქოს წარმომადგენელს განვიხილავთ იმის მიხედვით თუ რიგით მერამდენეა ეს მზის ნიშანი ჩვენი მზისაგან.
პირობითად რომ ავიღოთ ვერძი, მისგან მეორე იქნება კურო, მესამე ტყუპი და ასე შემდეგ.
ამ პრინციპის მიხედვით თუ შევაფასებთ, შეიძლება ითქვას შემდეგი:

ჩვენგან მეორე ნიშანს ჩვენთვის მოაქვს მოგება. მისგან ვღებულობთ ენერგეტიკულ , ან მატერიალურ რესურსებს. ან პრიქით – ჩვენ ვიხარჯებით ამ ჯგუფის ადამიანებზე. ჩვენი დროით, ენერგიით ან ფულით.

ჩვენგან მე-3 მზის ნიშნის ადამიანები წარმოადგენენ ჩვენი ახლო გარემოცვის წრეს. მათთან ჩვენ ვკონტაქტობთ, ვუცვლით ინფორმაციას, მათთან ურთიერთობის მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეებს ვეცნობით…

ჩვენგან მე-4 მზის ნიშნის ადამიანების ჯგუფი ზეგავლენას ახდენენ ჩვენი ოჯახური ცხოვრების პირობებზე, ყოფაზე. ისინი ცდილობენ აღგვზარდონ, ტრადიცია ჩადონ ჩვენში.
ჩვენი მზიდან მე-5 ნიშნის ადამიანები ან ჩვენი შემოქმედებითი თანამოაზრეები არიან, ან ჩვენი შთაგონების წყაროს წარმოადგენენ. ან პირიქით- ხელს გვიშლიდნენ თვითგამოვლინებაში. ეს ის ჯგუფია, რომელთანაც შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობები გაგვივითარდეს. კიდევ ერთი შესაძლებლობა ამ ჯგუფის ადამიანებისათვის არის მათზე ზრუნვა, ისე როგორც ჩვენს საკუთარ შვილებზე ვიზრუნებდით. არც ისაა გამორიცხული რომ რომელიმე ჩვენი შვილი, განსაკუთრებით კი პირველი, ჩვენგან მზით მე-5 ნიშანს ატარებდეს.
რაც შეეხება მე-6 ნიშანს, ეს ურთიერთობები მუდამ ტოვებს ისეთ შეგრძნებას რომ რომელიმე მეორეს ემორჩილება, აქ მუდმივად იქნება ფარული ბრძოლის მდგომარეობა, სადაც ერთერთი მხარე ცდილობს გაარკვიოს თავისი უფლებები, და მეორე ადამიანის მოვალეობები.ეს არის ბრძოლა დაუმორჩილებლობის შესაძლებლობის მოსაპოვებლად.

ჩვენგან მე-7 ნიშნის ადამიანები იქნებიან ჩვენი იდეალური პარტნიორები.რადგან მათ აქვთ ის თვისებები, რაც არ გაგვაჩნია ჩვენ. ასეთი ადამიანები საოცრად ავსებენ ერთმანეთს. მაგრამ თუ რაღაც მიზეზების გამო პარტნიორობა ვერ შედგა, ეს ადამიანები ჩვენი ღია მტრების, ღია კონკურენტების რიცხვში აღმოჩნდებიან.

მე-8 ნიშანს მოაქვს ტრანსფორმაციის აუცილებლობა. მათთან ურთიერთობა გვასწავლის რაღაც ახალს, მაგრამ იმ ახლის მისაღებად ჩვენ ჩვენს საკუთარ თავში უნდა მოვახერხოთ ძველი, დრომოჭმული შეხედულებების დამარცხება. შესაძლოა ისინი იძლეოდნენ ისეთ რჩევებს, რომლის მისაღებად ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, თუმცა როგორც წესი ეს რჩევები ძალზე სწორია ხოლმე. თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ გავიზარდოთ, სამწუხაროდ ხშირად ასეთი ურთიერთობა გვანგრევს. შესაძლოა იყოს პირიქითაც და ჩვენ წარმოვადგენდეთ ამ ადამიანების ცხოვრებაში ტრანსფორმატორების როლს. და ამ სახით ვიცვლებით ჩვენ თვითონაც.

რაც შეეხება მე-9 ნიშანს, ესენი არიან ის ადამიანები,

რომლებსაც ძალუძთ მოგვცენ მისაბაძი მაგალითი, ამიტომ ხშირად ასეთი ხალხი ჩვენი სულიერი მასწავლებლის როლს ითვისებენ. ისინი დაგვეხმარებიან ჩვენი თვალსაწიერის გაფართოებაში. ისინი გვეხმარებიან შევიცნოთ რა არის კარგი, რა ცუდი.

მე-10 ნიშანი არის ის რაც ჩვენზე დომინირებს, ასევე ისიც თუ რას გვინდა მივაღწიოთ, რა არის ჩვენი მიზნები. ამიტომ ამ ხალხთან მუდმივად გვექნება ბრძოლა ძალაუფლებისათვის. ისინი მუდამ შეეცდებიან გვიმბრძანებლონ, მოგვახვიონ თავს საკუთარი წესები. არც თუ იშვიათად ამ ჯგუფის ადამიანები არ ერიდებიან არც ჩვენი ღირსების შელახვის ხარჯზე საკუთარი ავტორიტეტის გაზრდას. ასეთ ადამიანებთან ურთიეთობისას მოერიდეთ ყოველგვარ სკანდალებს, ყვირილს ჩხუბს, უბრალოდ იყავით მათზე ღირსეულები, და თქვენი პიროვნული მიღწევების ზრდის ხარჯზე დაუმტკიცეთ მათ თუ რისი ღირსები ხართ სინამდვილეში თქვენ და რისი ღირსები არიან თავად.

მე-11 მზის ნიშანი ჩვენგან არიან ჩვენი მეგობრები, თანამოააზრეები, ასეთ ხალხთან თავს იოლად ვგრძნობთ, ისინი ჩვენთვის საინტერესონი არიან.
12-ე სახლის ადამიანების ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია, მათ მუდამ რაღაც იდუმალი თვისებები გააჩნიათ, რომელიც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია…”.

 

 

ambebi.ge

Comments

comments