10 C
Tbilisi
ორშაბათი, ნოემბერი 20, 2017
რეკლამა
loading...
Home რჩევები 10 ხერხი – როგორ უნდა მოიქცეთ, რომ პასპორტის ფოტოში მომხიბვლელები იყოთ

10 ხერხი – როგორ უნდა მოიქცეთ, რომ პასპორტის ფოტოში მომხიბვლელები იყოთ

606

ალბათ, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც პასპორტის ფოტოში შეუდარებლად გამოიყურება. უმეტესი ჩვენგანი საკუთარ თავს ასეთ ფოტოში ვერ ცნობს.

მრავლად არიან ისეთები, რომლებმაც პასპორტი სწორედ ფოტოს გამო რამდენჯერმე შეცვალეს.

თუ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც მიჩნევენ, რომ პასპორტის სურათში საშინლად გამოიყურებიან, გთავაზობთ მარტივ მეთოდებს – როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ ასეთ ფოტოში მომხიბვლელები იყოთ:

1. წინასწარ ივარჯიშეთ,როგორ გაიღიმოთ მომხიბვლელად კბილების გამოჩენის გარეშე – დადექით სარკის წინ და ივარჯიშეთ, მიიღეთ ბედნიერი და ოდნავ ღიმილიანი სახე კბილების გამოჩენის გარეშე.

2. ნუ წაისვამთ ძალიან ბევრ მზისგან დამცავ კრემს – რა თქმა უნდა, მზისგან დამცავი კრემი აუცილებელია, მაგრამ როცა ძალიან დიდი რაოდენობით ისვამთ, სახის კანი ფოტოში უჩვეულოდ თეთრი ჩანს. ამის გამო შეიძლება ფოტოში მძიმე ავადმყოფს ჰგავდეთ.

3. უარი თქვით ფერად კონტაქტურ ლინზებზე – პასპორტის ფოტოზე უნდა იყოთ ბუნებრივები, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი ფერადი ლინზების სახლში დატოვება მოგიწევთ. არ იდარდოთ, მათ გარეშეც შეძლებთ რომ ფოტოში ლამაზები გამოჩნდეთ.

4. გამოიყენეთ საკუთარი რეფლექტორი – ცოტა უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ თუ გაქვთ პორტატული რეფლექტორი, რატომაც არა?! ის დაგეხმარებათ, რომ დააბალანსოთ განათება და არასასურველი ჩრდილები მოიშოროთ.

5. დაფარეთ ფოტოს გადაღებამდე ის, რასაც სახეზე ნაკლად მიიჩნევთ – მაკიაჟის სპეციალისტი ჩენგ ზულუეტა ამბობს, რომ უნდა აირჩიოთ პრიორიტეტი სახეზე. მისი თქმით, განსაკუთრებით უნდა მიაქციოთ სახის ისეთ ნაწილს ყურადღება, რომელიც არ მოგწონთ და სცადოთ მისი კორექტირება მაკიაჟის საშუალებით.

6. ნათელი თვალები – იუსტიციის სახლში, სადაც პასპორტისთვის ფოტო უნდა გადაიღოთ, რა თქმა უნდა, არ არის პროფესიონალური ფოტო სტუდია, ეს ნიშნავს, რომ იქ არ არის სრულყოფილი ფოტოს გადაღებისთვის საჭირო განათება. ეს საკითხი საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. თვალის ქვეშ წაისვით კონსილერი. მისი წყალობით თვალები ფოტოში ნათელი გამოჩნდება და არ გექნებათ დაღლილი იერი.

7. ნუ წაისვამთ ისეთ ტუჩსაცხს, რომელიც ფოტოში ტუჩებს გამომშრალს გამოაჩენს – ასევე, არც ძალიან პრიალა უნდა გამოჩნდეს. აირჩიეთ ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩს დაბალანსებულ ფერს და ჯანსაღ იერს მისცემს.

8. ნუ დაივიწყებთ წარბებს – ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ წარბის ფორმა ფოტოს გადაღების მომენტში ლამაზი გქონდეთ. დარწმუნდით, რომ ორივე წარბის ფორმა და ზომა ერთნაირია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოზე მათ შორის განსხვავება ძალიან თვალშისაცემი იქნება.

9. გამოიყენეთ ფერუმარილი – უნდა იცოდეთ, როგორ წაისვათ ფერუმარილი თქვენი სახის მოყვანილობას შესაბამისად.

10. იზრუნეთ ვარცხნილობაზე – რა თქმა უნდა, თმა პასპორტის ფოტოში სახეს არ უნდა გიფარავდეთ, თუმცა შეგიძლიათ გაშლილი გქონდეთ. გამოიყენეთ რომელიმე სპრეი მოცულობის გასაზრდელად, თუ თვლით, რომ ასე უფრო გიხდებათ.

დარწმუნდით რომ კარგად გამოიყურებით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიღეთ ფოტო.

Comments

comments