ადამიანის ტვინი შესაძლოა ორგანიზმის ყველაზე მისტიკურ და ამოუცნობ ნაწილად მივიჩნიოთ. მეცნიერები გამუდმებით სწავლობენ ფაქტებს მისი მუშაობის შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი საიდუმლო იმალება.

ამჯერად გთავაზობთ ადამიანის ტვინის კვლევის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე შთამბეჭდავ აღმოჩენებს:

1. ქრონიკული უძილობა ტვინზე უარყოფითად მოქმედებს და მეხსიერებას აქვეითებს – კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ქრონიკული უძილობა აუარესებს მეხსიერებას და იწვევს ალცჰეიმერის დაავადებას. როდესაც მთელი ღამის გაბმავლობაში გძინავთ, ტვინის უჯრედები იწმინდება და ახლდება. თუ ადამიანს საკმარისად არ სძინავს ეს ტვინის უჯრედების კვდომას იწვევს.

2. ხანგრძლივი სტრესი დამღუპველად მოქმედებს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე – ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარი თავის კონტროლს, ვერ მართავს ემოციებს, არის მუდმივად დაძაბული, შფოთავს და ტვინის ფუნქციონირების უნარი ეცემა.

3. სიყვარულსა და სიძულვილს ბევრი აქვთ საერთო – ბრიტანელმა მკვლევარებმა აღმოჩინეს, რომ სიყვარული და სიძულვილი ტვინის ერთსა და იმავე უბნებში ჩნდება. თუმცა სიძულვილისგან განსხვავებით, სიყვარული მნიშვნელოვნად ამცირებს ლოგიკური აზროვნების უნარსა და სხვადასხვა საკითხებისადმი პასუხისმგებლობას.

4. ტვინი მგრძნობიარეა დეჰიდრატაციის მიმართ – ტვინის თითქმის 80% წყალია. მისი მცირე დაკარგვაც კი, ამცირებს კონცენტრაციის უნარს და სიფხიზლეს. იწვევს მეხსიერებისა და სხვა შესაძლებლობების დაქვეითებას.

5. ფეხმძიმობა ცვლის ტვინის სტრუქტურას – მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფეხმძიმობა ტვინის გარშემო ნაცრისფერ ნივთიერებას ამცირებს. ეს ნაწილი კი, პასუხისმგებელია სოციალურ ცნობიერებაზე და ადამიანების გაგებაზე. სწორედ ამიტომ ეცვლებათ ფეხმძიმეებს ხასიათი.

6. ბევრი შაქარი მეხსიერებას აუარესებს და ამცირებს სწავლის უნარს – ფრუქტოზის სიმრავლე ტვინის მუშაობის უნარს ამცირებს, ამცირებს სწავლის შესაძლებლობას. მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შაქრიანი პროდუქტი კიდევ უფრო მავნებელია. თუმცა პროდუქტი, რომელიც შეიცავს ომეგა3-ს, მაგ: თევზი, კაკალი და ა.შ არეგულირებს ტვინის მუშაობას.

7. ტვინის აქტივობა რომანტიკული სიყვარულისა და დედობრივი სიყვარულის დროს, მსგავსია – აღმოჩნდა, რომ ტვინის აქტივობა რომანტიკული ურთიერთობისა და დედობრივი სიყვარულის დროს მსგავსია, მაგრამ არის განსხვავებაც. მაგ: მგზნებარე სიყვარული ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომელთანაც დაკავშირებულია სექსუალური ემოციები. გარდა ამისა, შიშისა და შფოთვის განცდა მცირდება და იზრდება ეიფორიის შეგრძნება. დედობრივი სიყვარული ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომელზეც პასუხისმგებლობის გრძნობაა დამოკიდებული.

8. ხატვა ტვინის მუშაობას აუმჯობესებს – კვლევამ აჩვენა რომ მხატვრობა და ასევე, ხელოვნების ანალიზი აუმჯობესებს ტვინის ზონებს შორის ურთიერთქმედებას და შესაბამისად, უმჯობესდება ტვინის ფუნქციონირებაც.

9. კითხვა ტვინისთვის საუკეთესო სავარჯიშოა – ოქსფორდელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კითხვის შედეგად ადამიანის შემეცნებითი შესაძლებლობები უმჯობესდება. კითხვის დროს სისხლით მარაგდება ტვინის ის ნაწილები,რომლებზეც დამოკიდებულია კონცენტრაცია და აღქმა, შემეცნება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ არ ხდება კომპიუტერული თამაშების, ან ტელევიზორის ყურების დროს.

Comments

comments