“შანელიN°5” დღემდე უნიკალურ სუნამოდ რჩება. კოკო შანელის მიერ შექმნილი სუნამო დახვეწილი და კლასიკური ქალის, ასევე ფუფუნების სიმბოლოა მთელ მსოფლიოში. უმეტესობისთვის კარგადაა ნაცნობი მისი ყვავილოვანი სურნელი, თუმცა ყველაზე მეტად გაყიდვად და ყველაზე პოპულარული სუნამოს მიღმა ბევრი ისეთი რამ იმალება, რაც თვალისთვის შეუმჩნეველია და შესაძლოა, მათ შესახებ არაფერი იცოდით.

გთავაზობთ 5 ნაკლებად ცნობილ ფაქტს ამ კლასიკური პარფიუმის შესახებ:

1. ის ინსპირირებული იყო თანამედროვე ქალით – მას შემდეგ, რაც კოკო შანელს გაუჩნდა იდეა, რომ შეექმნა თავისი ბრენდის სუნამო, შეხვდა პარფიუმის ექსპერტს ერნესტ ბეაუქსს. კოკო შანელს სურდა, რომ სუნამოს ჰქონოდა ისეთი სურნელი, რომელიც მის სტილსა და პიროვნებას გამოხატავდა.

მას სურდა, რომ სუნამოს სურნელით ასახული ყოფილიყო თანამედროვე ქალის სექსუალურობა და სირთულეები. შედეგად მიიღო მაცდუნებელი ყვავილების სურნელი, რომელიც განსხვავდებოდა ბაზარზე არსებული ყველა სურნელისგან.

2. რატომ ნომერი 5? – ამბობენ, რომ ციფრი 5 აირჩია ბეაუქსმა ნიმუშად, როცა კოკო შანელს წარუდგენდა სუნამოს და შემდეგ ეს სახელი დარჩა. სუნამოს სახელწოდება და მინიმალისტური ბოთლი მსოფლიოს მასშტაბით ქალებისთვის მარტივად ამოსაცნობი გახდა.

3. 1,5 ლ სუნამოს მომზადებას 1 ტონა ყვავილები სჭირდებოდა – სუნამოსთვის ყვავილებს მადაგასკარიდან და მაიოტანად იღებდნენ. ყვავილების ძირითად ნაწილს მაისის ვარდები და ჟასმინები შეადგენდნენ.

4. ამერიკელი ჯარისკაცები მეორე მსოფლიო ომის მიწურულს რიგში იდგნენ, რომ ეყიდათ სუნამო – როდესაც 1944 წელს პარიზი გათავისუფლდა, აქ დაუსრულებელი რიგი იყო ამერიკელი ჯარისკაცების, რომლებიც ელოდებოდნენ თავიანთ რიგს შანელის ნომრის საყიდლად, რათა სახლში ცოლებისთვის წაეღოთ.

5. სუნამოს პირველი რეკლამა იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული იყო – 1969 წელს რიჩარდ ავედონმა შანელის 5 ნომრისთვის ნიუ-იორკში პირველი სარეკლამო ვიდეორგოლი გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამა მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდებოდა, ის ყველაზე ძვირადღირებული სატელევიზიო რეკლამა იყო იმ დროისთვის.

trend.ge

Comments

comments