ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, დიდი ზომის საჯდომის მქონე ქალები სტერეოტიპულად უფრო ჭკვიანები და ჯანმრთელები არიან. აღნიშნულის შესახებ Cosmopolitan-ი წერს.

კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც 16 ათასი ქალი შეისწავლეს, ოქსფორდის უნივერსიტეტმა დაადგინა, რომ ქალები, რომლებსაც საშუალოზე დიდი უკანა ტანი აქვს, ბევრად ინტელექტუალები არიან და ქრონიკული დაავადებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის დიდი უნარი აქვთ.

კვლევის წამყვანი პროფესორი კონსტანტინოს მანოლოპულოსი აღნიშნავს, რომ იდეა იმის შესახებ, რომ ორგანიზმში ცხიმის გადანაწილება მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანმრთელობისათვის, არც ისე დიდი ხანია, რაც დადგინდა.

კვლევა აგრეთვე გვიჩვენებს, რომ ქალებს, რომლებსაც დიდი უკანა ტანი აქვთ, ორგანიზმში ქოლესტერინისა და გლუკოზას დაბალი და ომეგა 3-ის ცხიმის მაღალი შემცველობა აქვთ.

ipress.ge

Comments

comments