თუ აპირებთ, რომ მცირე ზომის ტატუ გაიკეთოთ და ეძებთ იდეებს, საუკეთესო გზაა, შეარჩიოთ ის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:

1. ვერძი – მცირე ზომის ტრენდული ტატუ: ვერძი იმ ზოდიაქოს ნიშნებს განეკუთვნება, რომლებიც მოდას არასოდეს ჩამორჩებიან და მათთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის თანამედროვედ გამოიყურებოდნენ. საუკეთესო იქნება თუ ცხოველის თათს ფეხის თითზე დაიხატავთ.

2. კურო – არჩევანი დახვეწილ და რომანტიკულ იდეაზე უნდა შეაჩეროთ. თქვენ, როგორც მიწის სტიქიას და ძალიან მგრძნობიარე ნატურას მინიმალისტური ყვავილი შეგესაბამებათ.

3. ტყუპები – ფაქიზი და თხელი ნახატი, ეს სწორედ ტყუპების ზოდიაქოს შეეფერება.

4. კირჩხიბი – თქვენ აუცილებლად ზღვის რომელიმე ქმნილება უნდა დაიხატოთ სხეულზე. მასში ჩანს თქვენი მისწრაფებები და სიყვარული ოკეანისადმი.

5. ლომი – ტატუზეც უნდა ჩანდეს რომ ვარსკვლავი ხართ. ამაყი ლომებისთვის ვარსკვლავის დახატვა სხეულზე შესანიშნავია, ამით ისინი შეახსენებენ დანარჩენებს რომ საუკეთესოები არიან.

6. ქალწული – მცირე ზომის თაიგული აკმაყოფილებს თქვენს მაღალ სტანდარტებს. ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე. თქვენი ტატუ აუცილებლად ფერადი უნდა იყოს.

7. სასწორი – შეგეფერებათ დაბალანსებული ნახატი. ტატუ აუცილებლად სიმეტრიული უნდა იყოს და მასში უნდა იგრძნობოდეს თქვენი სულიერი ჰარმონია, სილამაზე და ბალანსი.

8. მორიელი – ღრმა აზრით დატვირთული წინადადების დაწერა სხეულზე საუკეთესო არჩევანია ვნებიანი და სექსუალური მორიელისთვის.

9. მშვილდოსანი – შეგეფერებათ ტატუ, რომელიც აქცენტს მოგზაურობისა და თავისუფლების სიყვარულზე აკეთებს. ჩიტების დახატვით უშრეტ ენერგიას გაუსვამთ ხაზს.

10. თხის რქა – გაიკეთეთ ისეთი ტატუ, რომელიც მიუთითებს, რომ მუდამ ტონუსში ხართ და მზად ხართ მიზნის მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯოთ.

11. მერწყული – როგორც წესი, თითების იმ ნაწილზე, როგორც ფოტოზე ჩანს, ტატუს იშვიათად იკეთებენ და ეს სხვებისთვის ერთგვარი მოულოდნელობაა. სწორედ ასეთი ადამიანები ხართ მერწყულები, მოულოდნელობებით სავსე. ამიტომ მსგავსი ტატუ თითებზე სწორედ რომ თქვენთვისაა.

12. თევზები – მეოცნებე თევზებს, რა თქმა უნდა, ყველაზე რომანტიკული ტატუ შეესაბამებათ. გარდა იმისა, რომ ეს ესკიზი რომანტიკულია, ასევე ინსპირაციის წყაროც შეიძლება გახდეს თევზებისთვის.

 

 

 

trend.ge

Comments

comments