ოზურგეთში Zara-ს, MANGO-ს, Massimo Dutti-ის და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება. გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქული კომპანია Baykanlar პირველ ეტაპზე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 300 ადამიანს დაასაქმებს. ხოლო უახლოეს სამ წელიწადში დაგეგმილია სრული სამკერვალო ციკლის შექმნა, ინვესტიციის მოცულობის 15 მილიონ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმება.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად, შპს “ოზურგეთი გარმენთის” დამფუძნებელს ოსმან ბაიქანს და კომპანიის დირექტორს ჰაქან ჩობანოღლუს შეხვდა.

Comments

comments